აი რას სწერენ ცნობილი ქართველები ინგა გრიგოლიას
- 2016-03-15 19:33:43
- 1209 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ორი ქართველი პოლიტიკოსი ქალბატონის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, გუშინ ინგა გრიგოლიასთვის ფარულად გადაღებული ვიდეოს გავრცელებაც დაანონსდა, როგორც ჟურნალისტმა თავად განაცხადა მას აშანტაჟებდნენ და ქვეყნიდან წასვლას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოქვეყნდებოდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი.
ამ ფაქტის პასუხად გრიგოლიამ TV პირველის ეთერიდან საზოგადოებასა და შანტაჟისტებს ემოციური სიტყვით მიმართა, ბრძოლის პირობა დადო და განაცხადა, რომ შანტაჟის არ ეშინია. ჟურნალისტის ამ გამოსვლამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღფრთოვანდება გამოიწვია და მის ფეისბუქ გვერდზე საკუთარი აზრი ძალიან ბევრმა ადამიანმა დააფიქსირა, მათ შორის იყვნენ ცნობილი ქართველებიც. გთავაზობთ ცნობილი ქართველების პოსტებს გრიგოლიას პირადი ფეისბუქ გვერდზე.
მაია ასათიანი: ინგა გრიგოლია ძალიან მაგარი ხარ! ბრავო!
ნანუკა ჟორჟოლიანი: ინგა გრიგოლია- ძალიან მაგარი ხარ შენ! კერკეტი კაკალი
დიკო ჯოჯუა: რა მაგარი გოგო ხარ შენ
ანრი ჯოხაძე: შენი მაშტაბურობა, სექსუალურ სიამოვნებაზე დიდია !!!
თამარ ჩერგოლეიშვილი: ეგრე რა! რასაც ვერ აკონტროლებ და ვერ აიცილებ, თვალი უნდა გაუსწორო! მაგაზე ეფექტური ზომა არ არსებობს. მიაწექი!
ლევან ჯავახიშვილი: მეამაყები!
აჩიკო სოლოღაშვილი: უუუუუუხ როგორ მიყვარხარ!!!!!
ნიკა გვარამია: აი ეს გამოარჩევს ინგა გრიგოლიას - განსაკუთრებული ნიჭიერება კი არა (რომელიც აქვს), განსაკუთრებული უნარები კი არა (რაც აქვს), უშეცდომობა კი არა (რაც არავის არ აქვს, და ინგასაც ბევრი შეცდომა დაუშვია, მაგრამ ჩემზე ნაკლები, ალბათ), არამედ განსაკუთრებული გამბედაობა და კონტექსტის უბადლო შეგრძნება. ამიტომაცაა წარმატებული და ამიტომაც მიყვარს ძალიან.
მანანა მანჯგალაძე: ინგა გრიგოლია respect! შენ ხარ შენ
მაია დარსმელიძე: ინგა გრიგოლია ბრავოოო!!!!
ეკა კვესიტაძე: ვგიჟდები შენზე!!! ინგა გრიგოლია
ხატია სიჭინავა: ინგა გრიგოლია ბრავო
ეკა ხოფერია: არ მიწყენს, ალბათ, არც ერთი არხი და არც ერთი გადაცემის წამყვანი: უნდა მოახერხო, რომ ისეთი განცხადება გააკეთო, ისე დაიწყო გადაცემა, რომ მთელი დღის მანძილზე, სადაც არ უნდა შეხვიდე, ყველა ტელეფონს გირთავდეს და გრიგოლიას გამოსვლას გიჩვენებდეს, ან გიყვებოდეს, უნდა მოახერხო, რომ აკეთო ისეთი გადაცემა , როგორიც თუნდაც დღევანდელი იყო და ერთ პაწაწინა დამწყებ ახალ ტელეარხზე გადაართვევინო ან გადაახვევინო მაყურებელს. იცი შენ ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება რეიტინგების მიმართ, ჰოდა, დღეს, ინგა, შენ ყველა რეიტინგი მოხსენი იმის მიუხედავად, რომ , ვიცი, რეიტინგი იყო ყველაზე ბოლო, რაზეც ფიქრობდი) დავწერ იმას, რაც დღისით მცირე ფრაზით გამოვხატე: ინგა, შე მაგარო!!!
დათუნა სირბილაძე: ბრავო ინგა გრიგოლია
ლუბა ელიაშვილი: მე, ერთი რიგითი ქალი, მადლობას გიხდი შენი გამბედაობისთვის და შეუპოვრობისთვის. არ შეიძლება პირადი ცხოვრებით ადამიანის დაშანტაჟება და საზოგადოების დატერორება. ყველას აქვს უფლება ჰქონდეს პირადი ცხოვრება -შენ პირველმა გადადგი ეს ნაბიჯი და ხმამაღლა თქვი ცივილიზებული ადამიანის სათქმელი. არ შეიძლება ციციკორეების მორალით ცხოვრება!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! წარმატებები, ინგა.
იმედა დარსალია: პელესაც კი შეშურდებოდა ასეთი დარტყმა (თავდასხმა)
droni.ge