მამაკაცების 5 საიდუმლო - რას ფიქრობენ ქალებზე

ქალები და მამაკაცები მართლაც სხვადასხვა პლანეტებიდან არიან, მათი აზროვნება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ამის გამო, ხშირად ვერ უგებენ ერთმანეთს და ურთიერთობაში პრობლემები ექმნებათ. მაშინ როდესაც მამაკაცი ქალზე ფიქრობს, ქალი იმაზე ფიქრობს, თუ რაზე ფიქრობს მამაკაცი.

1. მამაკაცები არ ფიქრობენ ისე, როგორც ქალები. არ ფიქრობენ ყველა წვრილმანზე. თუ თავი ექავება, მაშინვე მოიქავებს. არ ფიქრობს რატომ და როგორ. ისინი არაფერს ართულებენ.

2. მამაკაცები არ ეძებენ ყველაფრის მიზეზსა და კითხვაზე "რატომ?" - პასუხს. არ ეძებენ ყველაფერში ფარულ აზრს. იღებენ ყველაფერს ისე როგორც არის, ფაქტებით.

3. მამაკაცებს საკუთარი არავერბალური ენა აქვთ. ჰო, ისინი ქალებისგან მინიშნებას ელოდებიან - როდის შეხედავს ქალი მას, გაუღიმებს. თუ გამოელაპარაკა, ეს კიდევ უფრო უკეთესი. მამაკაცი ქალისგან ელის, როდის აგრძნობინებს, მიანიშნებს და მაშინვე ფინია ძაღლივით მასთან გაჩნდება.


წაიკითხეთ  სრულად