გამოცანა, რომლის ამოხსნაც ადამიანების მხოლოდ 6%-ს შეუძლია
- 2016-03-17 09:49:35
- 7845 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ერთ-ერთ სახელმწიფოში სიკვდილ მისჯილებს სიკვდილის წინ აძლევდნენ ყუთს, რომელშიც იყო ორი ფურცელი. ერთზე ეწერა -სიცოცხლე, მეორეზე კი _ სიკვდილი. სიკვდილ მისჯილი ყუთიდან იღებდა ერთ-ერთ ფურცელს და მისი საშუალებით წყვეტდა საკუთარ ბედს.
ამ სახელმწიფოში ერთ კაცს ყავდა მტერი, რომელმაც მას ცილი დასწამა და იმდენი ქნა, რომ სასამართლომ სცოდავს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ასევე მტერმა გადაწყვიტა მისთვის შანსი არ დაეტოვებინა და ყუთიდან სიტყვა სიცოცხლე სიკვდილით შეცვალა, რითაც უდანაშაულო სიკვდილმისჯილს გადარჩენის ყველა შანსი უქრებოდა, რადგან ყთში ორივე ფურცელს სიკვდილი ეწერა.
მაგრამ ამ ამბის შესახებ სიკვდილმისჯილის მეგობრებმა გაიგეს და მას ურჩიეს ყველაფერი მოსამართლისთვის ეამბო, მაგრამ მან უარი განაცხადა და მეგობრებსაც სთხოვა, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ და რომ პირიქით ამ ამბის გამო ის აუცივლებლად გადაურჩებოდა სიკვდილს.
დასჯის დღეს სიკვდილმისჯილმა არაფერი არ უთხრა მოსამართლეს. მან ყუთიდან ამოიღო ფურცელი, რის შედეგადაც ის გაანთავისუფლეს.
კითხვა: როგორ შეძლო ამ უიმედო სიკვდილმისჯილმა გადარჩენა?
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
*
სიკვდილმისჯილმა ამოიღო ფურცელი, გაიღიმა და შეჭამა ის. გაკვირვებულმა მოსამართლეებმა განაჩენის გასაგებად გადაწყვიტეს ყუთის შემოწმება და დაინახეს, რომ ყუთში დარჩენილ ფურცელზე სიკვდილი ეწერა. აქედან მათ დაასკვნეს, რომ სიკვდილმისჯილმა სიტყვა სიცოცხლე ამოიღო ყუთიდან, ამიტომაც ის დაუყოვნებლივ გაანთავისუფლეს.