ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე შარმიანი ქალები?
- 2016-03-19 11:23:20
- 5298 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ზოგიერთი მოდური ჟურნალის ვარაუდით, ყველაზე ლამაზი გოგონები ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადებიან.
ზოგიერთი ასტროლოგი ლამაზ ქალებად მერწყულებსა და სასწორებს მიიჩნევს, ხოლო ინტერნეტფორუმებზე ხშირად ყველაზე ლამაზ ქალებად მორიელებს ასახელებენ. ნაწყენი რომ არავინ დაგვრჩეს, შევეცდებით, თორმეტივე ნიშანი დავახასიათოთ და დასკვნები თავად გამოიტანეთ.
ცეცხლის ნიშნები – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი
ვერძი ქალის მიმართ გულგრილი ვერავინ დარჩება. იგი ყველა ღონეს იხმარს, რომ გარშემომყოფებმა შეამჩნიონ და სამუდამოდ დაამახსოვრდეთ. მათში ჰარმონიულადაა შერწყმული წარმატებისკენ სწრაფვა, ნებისყოფა, ცხოვრების ხალისი და არაორდინარულობა. მათი სურვილია, უყვარდეთ და იყვნენ სასურველები.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები ჰარმონიულად უთავსებენ ერთმანეთს სამოსსა და აქსესუარებს. ხშირად უპირატესობას ჭყეტელა ფერის სამოსს ანიჭებენ. ვერძებს შორის ხშირად შეხვდებით სრულ მანდილოსნებს, მაგრამ ისინი მამაკაცებს უფრო მეტად იზიდავენ, ვიდრე სხვა ზოდიაქოს ნიშნის გამხდარი წარმომადგენლები.
ლამაზმანი ვერძები: სარა ჯესიკა პარკერი, მერაია ქერი, ემა უოტსონი.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ლომები ლამაზმანებად არიან მიჩნეულნი. თანაც, ისინი იმ შემთხვევაშიც იქცევენ მამაკაცების ყურადღებას, თუ იდეალური სახის ნაკვთები და სხეული არ აქვთ. მათ გარეგნობაში არის რაღაც განსაკუთრებული მომხიბვლელობა. მფარველმა პლანეტამ – მზემ, ისინი განსაკუთრებული შარმით დააჯილდოვა.
ეს განსაკუთრებით მაშინაა შესამჩნევი, როცა ლომი-ქალი იღიმის. ლომებს უყვართ გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა. კი ცდილობენ, გაექცნენ ზედმეტ ყურადღებას, მაგრამ ცოტა ხნით, ისინი ხომ დიდხანს ვერ ძლებენ გარშემომყოფთა აღფრთოვანებული მზერის გარეშე.
ლამაზმანი ლომები: სანდრა ბალოკი, შარლიზ ტერონი, ჯენიფერ ლოპესი.
მშვილდოსანი ქალი შეიძლება იყოს უკმეხი, არც ისე ლამაზი, მაგრამ მისკენ მაინც ისწრაფვიან მამაკაცები. მათ ისეთ რამესაც კი პატიობენ, რასაც სხვას არასდროს აპატიებდნენ. შეიძლება მათი საიდუმლო მათ ქარიზმატულობაშია ან მათ გულკეთილობაში, – სულიერში, მატერიალურში; ან საოცარ თვისებაში, იმხიარულონ თავად და არც სხვები მოაწყინონ.
უსამართლობა იქნება, თუ ვიტყვით, რომ მშვილდოსანი მანდილოსნები ულამაზოები არიან. ზოგჯერ ისინი ღვთაებრივად ლამაზებიც კი არიან, მაგრამ ამ თავის სილამაზეს მალავენ. მაგრამ თუ გადაწყვიტეს, რომ მსოფლიო უნდა დაიპყრონ, ამას ძალიან მარტივად შეძლებენ.
ლამაზმანი მშვილდოსნები: მილა იოვოვიჩი, სკარლეტ იოჰანსონი, კიმ ბესინჯერი.
მიწის ნიშნები – კურო, ქალწული, თხის რქა
კუროს გაცნობისთანავე თვალში გხვდებათ მომხიბვლელობა და რბილი ხასიათი. მამაკაცებს ის მომენტალურად, ერთი ნახვით უყვარდებათ და უკვე მერე ამჩნევენ, რომ ამ "სუსტი" სქესის მიღმა ძლიერი ქალი იმალება, – რკინის ნერვებითა და ნებისყოფით. მაგრამ შეყვარებული მამაკაცებისთვის ისინი ბოლომდე ინარჩუნებენ "ფუმფულასა და ფითქინას" ეპითეტს. მათთვის ისინი ყველაზე მგრძნობიარენი, დაუცველნი და ლამაზები არიან.
სინამდვილეში, ქალი-კურო მართლაც მყუდრო და საიმედო არსებაა. იგი არასდროს იქნება ჩხუბის ინიციატორი. ამ ნიშნის მანდილოსანი ზედმიწევნით ზრუნავს საკუთარ თავზე. ყოველთვის მოხდენილად აცვია და კლასიკური მაკიაჟი აქვს. ასე რომ, თუ ბუნებამ სილამაზით არ დააჯილდოვა, არც სხვა ლამაზმანების ჩრდილში მოექცევიან.
ლამაზმანი კუროები: რენე ზელვეგერი, უმა თურმანი, პენელოპა კრუსი.
ქალწული საკუთარ თავს თავად ქმნის. ის შეიძლება ბუნებრივად ლამაზი არ დაიბადოს, მაგრამ გარშემომყოფები ამას იშვიათად აქცევენ ყურადღებას. ქალწულებს შესწევთ უნარი, ისე წარმოაჩინონ საკუთარი თავი, რომ მამაკაცებიცა და მანდილოსნებიც
ერთიანად მოხიბლულები რჩებიან მათი პიროვნებით.
ამ ნიშნის ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ფიგურას, იტარებენ კოსმეტიკურ პროცედურებს, აქვთ დახვეწილი სტილი და მანერები. ისინი გაცნობისთანავე იქცევენ ყურადღებას და დიდხანს ინარჩუნებენ მას.
ლამაზმანი ქალწულები: სელმა ჰაიეკი, კამერონ დიასი, სოფი ლორენი.
თხის რქა-მანდილოსანს არასტანდარტული გარეგნობა აქვს, მაგრამ მათ საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობენ მათზე გარშემომყოფები. ისინი ძალიან მიზანსწრაფულები არიან და ასეთ წვრილმანებზე ყურადღების მისაქცევად არ სცალიათ. მათ სხვა პრიორიტეტები გააჩნიათ.
ყოველივეს მიუხედავად, მათ შეუძლიათ საკუთარი, განუმეორებელი სტილი შექმნან. ამიტომაცაა, რომ თითქოს ჩაცმულობას არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ამავდროულად, ასეთია მათი სტილი, მათი ახალი მოდა. სხვათა შორის, მათ ხშირად ბაძავენ, რადგან მამაკაცურ სამოსსაც კი ქალური შარმით ატარებენ. ამასთანავე, საქმიან სამოსში უფრო მიმზიდველები არიან, ვიდრე საღამოს კაბებში.
ლამაზმანი თხის რქები: ვანესა პარადი, მარლენ დიტრიხი, კეიტ მოსი.
წყლის ნიშნები – კირჩხიბი, მორიელი, თევზები
კირჩხიბი ქალების სილამაზე თვალშისაცემია. თუ მისი გულის მოგება შეძელით, გაგიმართლათ. მასში შერწყმულია მზრუნველი დედის, ერთგული ცოლისა და კარგი დიასახლისის საუკეთესო თვისებები. იგი დახვეწილად და ელეგანტურად იცვამს. არასდროს ავიწყდება აქსესუარები, რომელსაც იდეალურად უხამებს სამოსს.
ლამაზმანი კირჩხიბები: მერილ სტრიპი, ლივ ტაილერი, იზაბელ აჯანი
თავად მორიელი საკუთარ თავს სილამაზის ეტალონად მიიჩნევს. ეს ყოველთვის ასე არაა, იგი უფრო ეგზოტიკური გარეგნობით გამოირჩევა, ვიდრე სილამაზით, მაგრამ მორიელი იმდენად სექსუალურია, რომ ერთი მზერით შეუძლია, კაცებს თავგზა დააკარგვინოს.
თუმცა, ადვილად არ ემორჩილება ძლიერ სქესს. ის თავადაც ძლიერი ნატურაა და პარტნიორს ათასგვარ გამოცდას მოუწყობს. ამასთანავე, არ დაელოდება, სანამ თავს დაესხმიან, იგი პირველი მიიტანს იერიშს. მორიელი ქალი ისე იმოსება, რომ ხაზი გაუსვას თავისი სხეულის სილამაზეს.
ლამაზმანი მორიელები: ჯულია რობერტსი, სოფი მარსო, დემი მური
შეიძლება ითქვას, რომ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ საკმაოდ მომხიბლავი ქალები იბადებიან. ისინი ცივი სილამაზით, იდუმალებით იპყრობენ მამაკაცების ყურადღებას. მათ პარტნიორებს მუდმივი სურვილი აქვთ გაათბონ, გააცინონ, სიყვარულით აავსონ ეს არსებები.
ცივი და უკარება თევზები შინაგანად მეტად ვნებიანი ქალები არიან, მაგრამ შეუძლიათ გრძნობების კონტროლი. ამასთანავე, მათ კარგი გემოვნება აქვთ და დახვეწილად იცვამენ.
ლამაზმანი თევზები: ჯენიფერ ლავ ჰიუიტი, ევა ჰერციგოვა, დრიუ ბერიმორი
ჰაერის ნიშნები – ტყუპი, სასწორი, მერწყული
ტყუპი ქალი ისეთივე ცვალებადია, როგორც გაზაფხულის ამინდი. დღეს შეიძლება ლედი-ვამპირივით წარმოგვიდგეს, – გრძელი ფრჩხილებითა და კვასკვასა წითელი პომადით, ხვალ კი რომანტიკული ქალიშვილივით – გრძელი ნაწნავებითა და ყვავილებიანი სარაფნით. მთავარია, როგორ გაწყობაზე გაეღვიძება.
მამაკაცები მათაც სხვადასხვაგვარად აღიქვამენ: ზოგისთვის ქალღმერთია, ზოგისთვისაც – "ძმაკაცი". ტყუპის ხელებს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებთ. ისინი თითქოს სხეულისგან დამოუკიდებლად არსებობენ, – მოქნილი, ენერგიული. შეიძლება ამიტომაც უვლიან მათ განსაკუთრებით.
ლამაზმანი ტყუპი: ანჯელინა ჯოლი, ნიკოლ კიდმანი, მერილინ მონრო
თუ სასწორმა ქალმა ერთხელ მაინც გაგიღიმათ, ამ ეპიზოდს თქვენი მეხსიერებიდან ვერასდროს ამოშლით. მისი ღიმილი შეუფასებელია. სასწორი ბუნებამ ქალღმერთის სხეულით, ლამაზი ხელებითა და მეტყველი სახით დააჯილდოვა.
თუმცა იმას, რაც ბუნებამ ასე გულუხვად უბოძა, სამოსით, მაკიაჟით აფუჭებენ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი გაურბიან თავიანთ სილამაზეს. ამასთანავე, სასწორი ასაკის მატებასთან ერთად უფრო მომხიბვლელი ხდება. თითქოს ეგუება იმ აზრს, რომ ლამაზია და იფერებს კიდეც მას.
ლამაზმანი სასწორები: კეტრინ-ზეტა ჯონსი, კეიტ უინსლეტი, მონიკა ბელუჩი
მერწყული ადვილად იპყრობს მამაკაცების ყურადღებას - არა იმდენად გარეგნული სილამაზით, არამედ იმ შინაგანი ენერგიით, რაც მასში ულევადაა. მერწყულ ქალებს ხშირად აქვთ მრგვალი ფორმები, მაგრამ ენერგიულობისა და სიცოცხლის ხალისიანობის გამო მამაკაცები "პატიობენ" მათ ზედმეტ წონას.
მერწყულ ქალს კარგი კანი აქვს და ამაზე ის თინეიჯერობიდან ზრუნავს. ამიტომაცაა, რომ მამაკაცები მიილტვიან ჩაეხუტონ, მოეფერონ და შეეხონ კანზე. შეიძლება ითქვას, რომ მერწყული ქალი სურათია, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბევრი კოლექციონერი ცდილობს.
lider.ge