თბილისში 15 წლის გოგო მე-5 სართულიდან გადმოხტა
- 2016-03-19 20:16:34
- 2141 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თბილისში 15 წლის გოგონა მე-5 სართულიდან გადმოხტა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. თავდაპირველად მომხდარის შესახებ ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერდა: "მაგარი სტრესი მივიღე...ჩემს თვალწინ, ჟვანიას ქუჩაზე 15 წლის გოგო გადმოხტა მე-5 სართულიდან... რატომ , ბავშვებო, რატომ????“.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
newposts.ge