5 წლის ნიკა და ერთი წლის მიკელა საძინებელში გარდაცვლილი იპოვეს

ბოროტმოქმედებმა ცნობილი უკრაინელი პიანისტის, ვადიმ ხოლოდენკოს ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი მოკლეს, ცოლი კი მძიმედ დაჭრეს.

ტრაგედია აშშ-ის შტატ ტეხასის ქალაქ ფორტ-უოტში მოხდა.

ხუთი წლის ნიკა და ერთი წლის მიკელა სამართალდამცავებმა გარდაცვლილები საძინებელში იპოვეს. პიანისტის ცოლი, 31 წლის სოფია ციგანკოვა, რომელიც დანით მძიმედ იყო დაჭრილი, კლინიკაში გადაიყვანეს.

ხოლოდენკო მეუღლეს დაშორებული იყო, თუმცა პოლიცია მას ეჭვმიტანილად არ მიიჩნევს.

მედიის ცნობით, ტრაგედიის დღეს, ხოლოდენკო ყოფილ მეუღლესთან ბავშვების სანახავად სტუმრად მივიდა და გარდაცვლილი შვილები პირველმა ნახა.



mediamall.ge