როგორი კოცნა ახასიათებთ ზოდიაქოს ნიშნებს

ვერძი
დამახასიათებელია ჯიუტი და ვნებიანი კოცნა. ხანმოკლე, მაგრამ იმდენად ძლიერი, რომ ნაკვალევს ტოვებენ. აღსანიშნავია, რომ ვერძები მაშინ კოცნიან, როდესაც კარგ ხასიათზე არიან. ხოლო ვინაიდან ვერძებს იშვიათად აქვთ კარგი განწყობა, დიდი ხანი მოგიწევთ ლოდინი.

კურო
რადიკალურად განსხვავდება წინა ნიშნისგან. უყვარს ხანგრძლივი კოცნა, რბილად და ნაზად. ძალიან გაბრაზებულიც რომ იყოს, მისგან კოცნა ნამდვილად მოსალოდნელია. ის ძალიან ერთგული პარტნიორია.

ტყუპები
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები კოცნას აღმერთებენ. მსოფლიო რეკორდის დამყარებაც კი შეუძლიათ კოცნაში და ეძებენ მუდამ სიახლეს.

კირჩხიბი
უყვარს როდესაც კოცნიან. არასდროს კოცნის მას, ვინც არ უყვარს. ვერ იტანს ამის გაკეთებას საჯაროდ. თუ გაბრაზებულია, სანამ არ გაპატიებთ, მის კოცნას ნუ დაელოდებით. უყვართ როგორც ვნებიანი და უხეში, ისე ნაზი კოცნა.

ლომი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის დამახასიათებელია ვნებიანი და ძლიერი კოცნა, რომელიც დიდ ხანს გემახსოვრებათ.

ქალწული
მოკრძალებული და თავმდაბალია. სხვა ნიშნებთან შედარებით, ყველაზე იშვიათად კოცნის. ეს ყველაფერი კი უნდობლობისა და ზიზღის გამო ხდება. ჰგონიათ, რომ რაიმე ინფექციას შეიძენენ.

სასწორი
კოცნის კიდევ ერთი ექსპერტი. შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ამ ხელოვნებას ადრეული ბავშვობიდან ეუფლება. უყვარს ნაზი და ხანგრძლივი კოცნა.

მორიელი
უყვარს ფარული და კასაიდუმლოებული კოცნა, რაც სექსუალურ სურვილს აღნიშნავს.

თხის რქა
ვნებას იმ ადამიანების მიმართ გამოხატავს, ვინც მართლა უყვარს. დანარჩენ შემთხვევებში ცივი კოცნა ახასიათებს. არასდროს გამოხატავენ საჯაროდ საკუთარ გრძნობებს და ყოველთვის ცდილობენ მიიღონ სიამოვნება.

მშვილდოსანი
უყვარს კოცნა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ვერ ვიტყვით რომ ძალიან სუსტი კოცნა იცის. მშვილდოსანი ძალიან ცდილობს რომ სექსუალური იყოს, რის გამოც ხანგრძლივი კოცნა ახასიათებს.

მერწყული
ექსპერიმენტების მოყვარულია. ნაზი, ვნებიანი, მეგობრული კოცნით აოცებს პარტნიორს. უყვარს კოცნა მიზეზების გარეშე.

თევზები
ამ ნიშანს, ისევე როგორც კირჩხიბს, უყვარს როდესაც კოცნიან. ამავდროულად, არამიწიერი შეგრძნებები აქვთ. კოცნის მთელი გულითა და სულით. რეალობა სრულიად ავიწყდებათ. სუსტი კოცნა ახასიათებთ, მაგრამ თუ აგკოცათ, დარწმუნებულები იყავით, რომ უყვარხართ.


cacao.ge