სტანისლავ ბონდარენკო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იცეკვებს

როგორც  გავიგეთ  სტანისლავ  მონდარენკო  ქართულ  'ცეკვავენ  ვარსკვლავებში'  მიიღებს  მონაწილეობას...  მისი  ჩამოყვანის  იდეა    პროდიუსერს,  ნატო  დუმბაძეს  ეკუთვნის...

„მე და გიორგი ბახტაძე ვმეგობრობთ და როდესაც იწყება ასეთი მეგა პროექტი, ხშირად ვმსჯელობთ ამა თუ იმ საკითხზე. შევთავაზე სტანისლავ ბონდარენკოს კანდიდატურა. როგორც აღმოჩნდა მის შესახებ არაფერი იცოდა. მკითხა, ვინ არის, საერთოდ არ ვიციო. არ დავაყოვნე და მისი მასალები ვაჩვენე. ვუთხარი რომ ბონდარენკო თეატრისა და კინოს წარმატებული მსახიობია და რომ მას საქართველოში თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავს. ამის მერე კი უკვე დავიწყე ბონდარენკოსთან მოლაპარაკებები, რაშიც ორი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა გოგონა დამეხმარა. ეს სწორედ ის გოგონები არიან, რომლებმაც სტანისლავი საქართველოში დაპატიჟეს ქველმოქმედების მიზნით, რათა მსახიობი ერთ-ერთ ბავშვს დახმარებოდა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მკურნალობვისთვის კონკრეტული თანხა იყო საჭირო. სწორედ ამ მიზნით ეწვია სტანისლავი პირველად თბილისს. ასე რომ დიდი იმედი ბონდარენკოს ვიხილავთ პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და უამრავი გულშემატკივარიც ეყოლება მას“- ამბობს ნატო დუმბაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას.