X Factor-ის სერბმა კონკურსანტმა ჟიურის გადაწყვეტილება შეაცვლევინა

X Factor-ის შესარჩევი ტურები დასასრულს უახლოვდება. ბევრი ნაცნობი და ხალხისთვის ჯერ კიდევ უცნობი მომღერლები მალე მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრში მოექცევიან.

21 მარტს X Factor-ის მორიგ შესარჩევ ტურზე უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. სერბმა კონკურსანტმა ჟიურის წევრებს უკვე მიღებული გადაწყვეტილება შეაცვლევინა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.

15 წლის სერბი მომღერალი, მია ბაიატი თბილისში დედასთან ერთად ცხოვრობს. იმის გამო, რომ დედას სამსახური საქართველოში აქვს, მას ჩვენს ქვეყანაში ყოფნა ხშირად უწევს. სწორედ ამიტომ ამ მხიარულმა და პოზიტიურმა გოგონამ X Factor-ის სცენა აირჩია და საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობების წარმოჩენა ყველაზე მკაცრი ჟიურის წინაშე გადაწყვიტა.



Ray Charles-ის სიმღერა Hit The Road Jack ჟიურის მანდილოსანი წევრებისთვის დადებითი შეფასებებით დასრულდა, ხოლო ნიკა გვარმიამ მია ბაიატს „არა“ უთხრა. საბოლოო გადაწყვეტილება გიორგი გაბუნიას ეკუთვნოდა, ბევრი ლოდინისა და ფიქრის შემდეგ, გიორგიმაც ნიკას მიბაძა და ნიას პროექტში დარჩენის შანსი არ დაუტოვა. დამწუხრებულმა კონკურსანტმა სცენის დატოვება სცადა, რა დროსაც ნიკამ ის ჟიურის მაგიდასთან მიიწვია და უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ცვლის და ის პროექტის მომდევნო ტურში გადადის.



„სანამ სცენაზე გავიდოდი, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ როდესაც ჟიურის წინაშე აღმოვჩნდი, ვეცადე, ეს ნერვიულობა არ შემემჩნია. Ray Charles-ის სიმღერა Hit The Road Jack შევასრულე, მინდოდა მთელი ემოცია და ენერგია სცენაზე დამეხარჯა.



წარმოუდგენელია, ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ნიკამ გადაწყვეტილება შეცვალა და მომდევნო ტურში გადავედი. გოგონებს ჩემი სიმღერა მოეწონათ, მაგრამ გიორგიმ ძალიან მანერვიულა.

„ღმერთო ჩემო“,- ვუთხარი ჩემს თავს - ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ X Factor-ში ვმონაწილეობ“, - განაცხადა მია ბაიატმა OK!-სთან საუბრისას.


okmagazine.ge