როგორ იღვიძებენ ზოდიაქოს ნიშნები-ნახეთ, როგორია თქვენი დილა

ვერძი
ვერძი ყველაზე ყოჩაღია ზოდიაქოს სხვა ნიშანთა შორის, დილის შვიდ საათზე შესაძლოა ის უკვე მხნედ გამოიყურებოდეს, დღის სამოქმედო გეგმაც დასახული ჰქონდეს და მაკიაჟის კეთებასაც ასრულებდეს.


კურო
კუროებს სძულთ დილის შვიდი საათი, მაღვიძარა, ორშაბათი და ა.შ. ყველაზე გაწონასწორებულ კუროსაც კი შეუძლია მაღვიძარა კედელზე შემოანარცხოს.


ტყუპი
ტყუპი საწოლშიც ვერ ისვენებს დიდხანს და როგორც წესი, მუდმივად გამოუძინებელია. ის შეიძლება დილის 6 -ზე ადგეს და საღამოს 6 საათამდე იძახოს თუ რა გამოუძინებელია.


კირჩხიბი
კირჩხიბისთვის სიტყვა- „უნდა“ ისეთი წმინდაა, რომ სხვა ყველაფერი უძლურია. როგორც არ უნდა ეძინებოდეს, კიბო საქმეს ძილის გამო არ გადადებს.


ლომი
ლომი ჯერ კიდევ საწოლში იკრებს ძალას და სრული შემართებით დგება საწოლიდან. თან მხოლოდ სასიამოვნოზე ფიქრობს, რომ უძილობამ ხასიათი არ გაუფუჭოს.


ქალწული
ის , რომ დილით შესაძლოა მაღვიძარამ რამდენიმე საათი რეკოს, ქალწულს სულაც არ ადარდებს, მას ეს პრობლემა ბალიშის თავზე დაფარებით შეუძლია მოაგვაროს. დილის ძილი ქალწულს ყველაფერს ურჩევნია.


სასწორი
სასწორისთვის დილას ადგომა ბედნიერება არ არის, მაგრამ არც დიდ ტრაგედიას ხედავს ამაში. იშვიათად ნახავთ სასწორს, რომელმაც შესაძლოა საქმეს დაძინება ამჯობინოს.


მორიელი
დილით ადგოა არც მორიელებისთვის წარმოადგენს დიდ პრობლემას. თუმცა თუ მორიელს ადგომა არ სურს, მას ვერანაირი ძალა ვერ ააყენებს საწოლიდან.


მშვილდოსანი
გამოუძინებლობა მშვილდოსნებისთვის ნამდვილი ტრაგედიაა. უძილობის გამო ძნელად ახერხებენ კონცენტრაციას საქმეზე. მშვილდოსანს შეუძლია უკანასკნელი მოღალატესავით უყუროს მობილურს, რომელიც დილაობით აღვიძებს.


თხის რქა
მოწესრიგებული თხის რქა დილით მანამ არ დგება საწოლიდან, სანამ მთელი დღის გასაკეთებელ გეგმებს არ გადახედავს და კარგად არ გაანალიზებს. თუ ატყობს, რომ საქმეები კარგად მიდის, თამამად დგება და სააბაზანოს მიაშურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეიძლება გვერდი იცვალოს და ძილი გააგრძელოს.


მერწყული
მერწყული აუტროტრენინგის შემდეგ ახერხებს ადგომას. ისინი გადასარევად გრძნობენ თავს, თუკი ადგომამდე რამდენიმე საათი აქვს ლოგინში საკოტრიალოდ და ცხელი ყავის დასალევად.


თევზები
ახალგაღვიძებულ თევზს ვერაფრით შეატყობთ კარგ ხასიათზეა თუ ცუდზე, უკვე გაიღვიძა თუ ისევ სიზმარს ნახულობს...სახლიდან გასვლისას კი, რომ გგონიათ რომ თევზი უკვე მზადაა, შესაძლოა ის ისევ მეცხე სიზმარს ნახულობდეს.



pomada.ge