
ტერაქტისას დაშავებული, რომელიც „მოამბის“ ჟურნალისტმა გადაიღო, ცნობილი კალათბურთელი აღმოჩნდა
- 2016-03-23 08:43:37
- 2391 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის დროს დაშავებული, რომლის ფოტომაც მსოფლიო მედია მოიცვა, ბრაზილიური წარმოშობის ბელგიელი კალათბურთელი სებასტიენ ბელინი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, ფოტო, რომელზეც ტერაქტისას დაშავებული ბელგიელი კალათბურთელია აღბეჭდილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტმა ქეთევან ქარდავამ გადაიღო, რომელიც მომხდარ თავდასხმას შეესწრო.
ქეთევან ქარდავა პირველი იყო, რომელმაც ტერორისტული აქტის ამსახველი მასალა გაავრცელა.
1tv.ge