როგორ შეხვდა გრიგოლიას შეყვარებული მუქარას ჟურნალისტზე
- 2016-03-23 14:17:57
- 1854 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია მუქარას - თუ 31 მარტამდე საქართველოს არ დატოვებს, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებს მასაც გამოუქვეყნებენ, საბრძოლო განწყობით შეხვდა.
„სარკესთან“ საუბარში ჟურნალისტი ამბობს, რომ, თუ ვინმეს მისი დაშანტაჟება აქვს განზარახული, ეს არ გამოუვა.
გრიგოლიას თქმით, მისი შეყვარებული სულ მის გვერდითაა და მათ გადაწყვიტეს, ყველაფერი ერთად გადაიტანონ.
„ჩემი შეყვარებული სულ ჩემს გვერდითაა ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ამ ყველაფერს გადავიტანთ. ამ ამბით მე ცხოვრება არ დამნგრევია. ძალიან მაგარი შეყვარებული მყავს-მეთქი, ტყუილად არ მითქვამს პირდაპირ ეთერში. ეს ადამიანი ბოლომდე ჩემს გვერდით დგას. ასევე, მყავს ძალიან მაგარი ოჯახი, რომლებიც ამ ამბავს მშვიდად შეხვდნენ“, - აცხადებს ინგა გრიგოლია.
info9.ge