გიორგი სააკაძე - გმირი თუ მოღალატე?

გიორგი სააკაძეს ყველა ისტორიული წყარო, როგორც უზადო მხედართმთავარს ახასიათებს და აღიარებს მის ნიჭს. თუმცა, საინტერესოა რატომ გაწირა ახალგაზრდა, ჰუმანურმა მეფემ საკუთარი ცოლის ძმა სასიკვდილოდ.

ამ საკითხზე საკუთარ მოსაზრებას ისტორიკოსი გელა ქისტაური გვთავაზობს.

"სააკაძეთა გვარი დიდად დაწინაურებული არ იყო. ისინი უფრო აზნაურული გვარის წარმომადგენლები არიან. არსებობს მოსაზრება, რომ დიდი თავადები, რომლებიც გარს ეხვევნენ მეფეს სააკაძის მოშორებას ცდილობდნენ მისი სოციალური წარმოშობის გამო. ლუარსაბ მეფე მავნე ენების ამყოლი აღმოჩნდა და დიდი მოურავის ბედი მარტივად გადაწყვიტა.

დავიწყოთ იქიდან, თუ როგორ მოხდა მეფისა და სააკაძის დამოყვრება. გიორგი სააკაძე ახალგაზრდა მეფესთან დამოყვრებას ცდილობს. ის აწყობს ნადიმს და სტუმრად მეფეს პატიჟებს. 20-21 წლის ახალგაზრდა მეფეს მოეწონება მოურავის და, რომელიც სილამაზით განთქმული იყო და ძალიან მალე მხედართმთავარს მის ხელს სთხოვს. ისტორიული წყაროების მიხედვით სააკაძე წინააღმდეგია მათი ქორწინების, რადგან გიორგი ფიქრობს, რომ თავადები მის წინააღმდეგ გამოვიდოდნენ. თქმა უნდა მათ, არ მოეწონებოდათ მეფის მეუღლე დაბალი აზნაურის წრიდან ყოფილიყო.

გიორგი სააკაძე მეფეს უთვლის: თუ ჩემს დას უპატიოდ დააგდებ და ცოლად არ მოიყვან არ გაცოცხლებო. მეფეს წადილი აუხდენია და მალე მოურავის დაზე იქორწინა.

-რატომ გაიმეტა ლუარსაბმა გიორგი სააკაძე სასიკვდილოდ?  წაიკითხეთ  სრულად