უკანასკნელი სელფი - ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე

რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავიაკატასტროფისას გარდაცვლილი ხარკოველი, 25 წლის ანა სერგეევას შესახებ დასავლური ტაბლოიდები წერენ. ანა FlyDubai-ს საბედისწერო რეისის მგზავრი იყო. მან აფრენამდე სიცოცხლეში უკანასკნელი სელფი თვითმფრინავში გადაიღო და ინტერნეტში განათავსა.

გოგონა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზაჟისტად მუშაობდა. მისი ახლობლების თქმით, ნახევარი წლის წინ, მას სამსახური შესთავაზეს და ამიტომაც, ამ ქვეყანაში გადავიდა დროებით საცხოვრებლად.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ბოლო აქტივობა 18 მარტს ჰქონდა, რა დროსაც დაწერა: „როდესაც დააფასებ იმას, რაც გაქვს და არ იცხოვრებ იდეალების ძიებისთვის, მაშინ იქნები ჭეშმარიტად ბედნიერი“.

8 მარტს კი ემირატებიდან დაპოსტა ფოტო ღვინის ბოკალით ხელში და დაწერა: „სასიამოვნო საღამო - მადლობა, ვინც ამ საღამოში მონაწილეობდა“.




info9.ge