ტასო ბარნოვა: ქმარს რომ გავშორდი, ტუჩში ფილერი შევუშვი
- 2016-03-24 20:11:35
- 3370 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ტასო ბარნოვამ, იგივე თათია სამხარაძემ მეუღლესთან დაშორების გამო გამოწვეული ტკივილის დაძლევა გარეგნობაში ცვლილებების შეტანით სცადა.
როგორც „სარკესთან“ საუბარში თათია სამხარაძე აღნიშნავს, გარეგნობაში ცვლილებებს ახლა ნანობს.
„ქმარს რომ გავშორდი, ტუჩში ფილერი შევუშვი, მაგრამ ახლა ძალიან ვნანობ. მქონია ჩავარდნები, როდესაც მიფიქრია, რომ სათანადოდ ლამაზი არ ვარ და კარგად არ გამოვიყურები, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იყო, როდესაც თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. მაშინ ვიფიქრე, რომ გარეგნული ცვლილება შეიძლებოდა დამხმარებოდა და თავი უკეთესად მეგრძნო. ამიტომ გავიკეთე ტუჩი, მაგრამ მივხვდი, რომ ამან სულიერი სიმშვიდე ვერ მომიტანა.
ახლა უკვე ზუსტად ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა შანელის პიჯაკი მეცმევა, თუ რომელიმე იაფფასიანი ტანსაცმელი, ეს არ გვიწყვეტს, რამდენად ბედნიერები ან წარმატებულები ვართ“, - აღნიშნავს სამხარაძე.
info9.ge