ქურთ ქალთა რაზმების მეთაური: დაიში ცოცხალი მკვდრების არმიაა

ქურთისტანის ქალთა არმიის ხელმძღვანელმა ნესრიმ აბდალამ პარიზში ხანმოკლე ვიზიტისას Sputnik France -ს კორესპოდენტთან „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქალის როლსა და ადგილზე მსოფლიოში. როგორც საუბრიდან გაირკვა, ნესრიმი, სანამ მეომარი გახდებოდა დამოუკიდებელი ჟურნალისტი იყო.

-რატომ გადაწყვიტეთ ბატალიაონში წასვლა?

-ეს ქურთების ტრადიციაა. იყო 28 აჯანყება და ყოველთვის უწევდა ქალს საკუთარი თავის და სამშობლოს დაცვა. ჩვენ მომზადებაც არ გვინდოდა, ისედაც მზად ვიყავით ხალხის დასაცავად. ასე შევუერთი სამოქალაქო თავდაცვას.

-ახლა ქურთისტანის არმიის მეომრების უმეტესობა ქალია და როგორც ამბობენ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. რატომ?

-აუცილებელია ქალმა თავისი ადგილი იპოვოს ბრძოლაში. ახლა მებრძოლების 45% ქალია და უდავოდ გაიზრდება ეს ციფრი, თუმცა ქალები არა მარტო ბრძოლაში უნდა ჩაებნენ, არამედ სხვა სფეროებშიც. აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ჩვენი ბატალიონი არ არის მოიერიშე, ის თავდაცვის ბატალიონია. ქალის როლი სამხედრო და დიპლომატიურ საქმეში უნდა გაიზარდოს და იზრდება კიდეც. ჩვენი ბატალიონი ტერორისტებთან ბრძოლამდე შეიქმნა. ჩვენ ვცხოვრობთ ფეოდალურ სამყაროში, სადაც ქალი ყოველ დღე ხდება ძალადობის მხსვერპლი. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა სოციალურ ფონზეც. როცა ბატალიონი შეიქმნა, შევუერთდით მას სამხედრო ხაზით, მაგრამ სამოქალაქო ბრძოლასაც ვაგრძელებთ, რადგან ჩვენი უფლებები არ არის დაცული და გარანტირებული. აქამდე არმიაში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ და ჯარის აზროვნება იყო-დაიცავი და მოიპოვე ხელისუფლება. მას მერე კი, რაც ქალების არმია შეიქმნა, ჩვენ ვცდილობთ შევცვალოთ საზოგადოებრივი აზროვნებაც, რა თქმა უნდა თავდაცვა აუცილებელია, მაგრამ საჭიროა საზოგადოების შეცვლაც.

-როდის და როგორ შეიქმნა ბატალიონი?

-როცა 2011 წელს რევოლუცია დაიწყო, არმიაში უკვე იყვნენ ქალები, მაგრამ მცირე რაოდენობით. უფრო მეტად ქალებმა ბატალიონში ჩაწერა 2013 წელს დაიწყეს. სწორედ 2013 წლის 4 აპრილს ქალთა ორგანიზაციების კონფერენციაზე გამოცხადდა ბატალიონის შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ ქალთა ბატალიონი სახალხო ბატალიონში დამოუკიდებლად არსებობს. ქალთა ბატალიონის მიზანია დემოკრატიის მშენებლობა, ეკოლოგიის დაცვა, ჩვენ ამაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ. სტრუქტურას აქვს ორი განყოფილება-სამხედრო და ადმინისტრაციული. ბატალიონი უკვე საერთაშორისო გახდა, ჩვენთან ქალები სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდიან, აუცილებელია ისინი ორგანიზაციის წესდებას და მიზნებს იზიარებდნენ და ემორჩილებოდნენ, ჩვენთან არიან არაბი ქალები, რომლებიც ოცნებობენ თავიანთი ბატალიონის შექმნაზე.

-მოგვიყევით იმ მებრძოლებზე, რომლებიც ევროპიდან მოციდნენ, ყველა ქალს შეუძლია გაწევრიანება?

-თუ სურვილია, საშუალებაც გამოინახება. ბევრი ქალია დასავლეთიდან, თუმცა ახლო აღმოსავლეთიდანაც დაიწყეს უკვე შემოერთება. ყველას აქვს სხვადასხვა წარმომავლობა, მაგალითად, ივანა გერმანელია, მის გვერდით სხვა ეროვნების ქალებიც იბრძვიან.

-მართალია, რომ დაიშის მებრძოლებს ეშინიათ ქალის ხელისგან სიკვდილი?

– პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორგანიზაციას არაფერი არა აქვს საერთო ისლამთან. დაიში (ISIS) ერთი მხრივ იყენებს რელიგიას, მეორეს მხრივ-შიშს. როცა დაიშის მეომრები იხოცებოდნენ, ჩვენ მათ სხეულზე გასაღებს და კოვზს ვხედავდით. არაფერი გვესმოდა, მერე როცა რამდენიმე ტერორისტი დავიჭირეთ ვკითხეთ რას ნიშნავდა ეს. მათ გვითხრეს, რომ გასაღები-ეს იყო სამოთხის გასაღები, კოვზი კი საჭიროა იმისთვის, რომ მათ წინასწარმეტყველ მუჰამედთან ერთად ჭამონ. რაციაში გვესმოდა, როგორ ეუბნებოდნენ მათ, რომ თუ ქალის ხელით მოკვდებოდნენ, სამოთხეში ვერ მოხვდებოდნენ. მერე უკვე, როცა ბევრი ტერორისტი დაიხოცა ქალის ხელიდან, მათ შეიცვალეს აზროვნება და ესეც შეძლებისდაგვარად მოირგეს საკუთარ თავზე: თქვეს, რომ მიცვალებულები უნდა დაიწვან, რადგან მიწა წმინდაა და არ შეიძლება ქალის ხელით მოკლულის მიწაში ჩასვენება. დაიში-ქალის მტერია როგორც ცხოვრებაში, ისე იდეოლოგიურად. მათთვის ქალს ფასი არ აქვს, არა აქვს მნიშვნელობა ქალის წარმომავლობას, ამიტომაც ქალების სიკვდილით დასჯა მიღებულია. ისინი მთელი მსოფლიოს ქალებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს ამ ტერორისტების და სადისტების იდეოლოგია. ისინი სახიფათოები არიან განსაკუთრებით დასავლეთელი ქალებისთვის, რომლებსაც უნდათ შეიცვალონ რელიგია და ცოლად გაჰყვნენ მათ, არადა ამ დროს ტერორისტები მათ ამცირებენ და აბუჩად იგდებენ. ეს დამამცირებელია და თან საკმაოდ სახიფათო.
ყველაზე საშინელება მაშინ იწყება, როცა უკვე მათი წევრები ხდებიან. წარმოიდგინეთ ქალი, რომელსაც ღამეში ათობით მამაკაცის დაკმაყოფილება უწევს, ვერც ერთი ქალი ამას ვერ გადაიტანს, რობოტი ხომ არ არის, წასვლაც რომ უნდოდეს, ვეrარ წავა, რადგან უკან დასაბრუნებელი ბილეთი მსოლოდ ერთია-სიკვდილი!

-როგორ უნდა გავაფრთხილოთ ქალები ამ საფრთხეზე?

-ქალებს უნდა ვუთხრათ, რომ დაიშთან გაწევრიანება დამღუპველია, მათ უნდათ ისინი სექსუალურ მონებად აქციონ, ასეთი ქალები თავად ხდებიან ქალების და საკუთარი თავის მკვლელები. მკვლელებთან შეერთება ხომ იგივეა, რაც შენში საკუთარი ხელით მოკლა ქალი.

-როგორფ ფიქრობთ, რისი ეშინიათ დაიშის მებრძოლებს?

-დაიში-ეს არის ცოცხალი მკვდრების არმია. მათ არ აქვთ ცხოვრების აზრი, მათი მიზანი მხოლოდ ერთია-მოკვდნენ და მოხვდნენ სამოთხეში.
-როგორ უნდა განადგურნენ ისინი, რომლებსაც მხოლოდ სიკვდილი და სამოთხეში მოხვედრა უნდათ? როცა მათ კლავენ ხომ მათსავე სურვილს ასრულებენ?
-ვინც კვდება, ის პაიკია, აი, მთავარია ვინ უბიძგებს მათ ამისკენ და ვინ არის ხელმძღვანელი. თუ გვინდა დაიში გავანადგუროთ სწორედ ზევიდან, ლიდერებიდან უნდა დავიწყოთ.

-ჟენევაში მოლაპარაკებები გადაიდო. მიიღებენ მონაწილეობას ქურთები?

-მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში შექმილი სიტუაციისა, დღეს ყველაზე წყნარი რეგიონი ქურთისტანია, როჟავა. აქ 700 000-მდე დევნილია, უმეტესობა არაბები, ჩვენ ვეხმარებით მათ და ვიცავთ შიდა აგრესიისგან, მოლაპარაკებაში ალბათ მონაწილეობას არ მივიღებთ სახელმწიფოს პოლიტიკური და ეთნიკური ინტერესებიდან გამომდინარე. მესამე კონფედერაციას არანაირი ლეგიტიმაცია არ ექბება, რადგან ხალხი, რომელმაც აიძულა ტერორისტები უკან დაეხიათ, ჩვენ ვართ. გვაქვს თვითმმართველობის დემოკრატიული სისტემა ხალხთა მეგობრობასა და სოციალურ თანასწორობაზე აგებული.

-თანამეგობრობის ბომბდამშენები თუ დაგეხმარნენ დაიშთან ბრძოლაში?

-2015 წელს, როცა ბომბების ჩამოყრა დაიწყო დაგვეხმარა, ამასვე ამბობენ ისინი, ვინც კოალიციაში შედიან, მაგრამ ტერორისტებთან ბრძოლა ხდება მიწაზე. ისინი მოსახლეობაში იმალებიან და ხალხს ცოცხალ ფარად იყენებენ, ამიტომ მათთან ბრძოლა უნდა აწარმოონ ხმელეთზე. ჩვენ გვაქვს საშუალება ვებრძოლოთ მათ სხვების ჩარევის გარეშე, მთავარია ყველა საჭირო იარაღს ვფლობდეთ. მეორეს მხრივ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ სანამ არ იქნება მიღებული ქურთთა დემოკრატიული სისტემა, არ იქნება მშვიდობა არც სირიაში და არც ახლო აღმოსავლეთში. იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს დაიშს უჭერენ, არ უნდათ, რომ ქურთული საკითხი გადაწყდეს, სწორედ მათი ზეწოლით არ ვიღებთ ჟენევის მოლაპარაკებაში მონაწილეობას.

-შეიძლება ითქვას, რომ ეფექტური ბრძოლისთვის მხოლოდ იარაღი გჭირდებათ?

-სულ მასეც არ არის. ყველა აღიარებს, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც დაიში უკან დახია, მაგრამ როცა საქმე იარაღს ეხება, მაშინვე ამბობენ, რომ ჩვენ არალეგიტიმურები ვართ. ჩვენ გვჭირდება იარაღი და არა ხალხის დამატება, ჩვენ შევძლებთ დავიცვათ არა მარტო ქურთები, არამედ მთელი კაცობრიობის მომავალი.

-რას აკეთებენ თქვენი მეომრები ჩვეულებრივ დღეებში?

-როცა ბრძოლებია, სულ ფრონტის ხაზზე ვართ, როცა სიწყნარეა, ყველა თავის საქმეს აკეთებს. ზოგი სწავლობს, ზოგი ტელევიზორში ახალ ამბებს უყურებს. არის პირადი საქმეებისთვის გამოყოფილი დროც, ზოგი სამხედრო თემაზე იძიებს ინფორმაციას, ზოგი კულტურაზე. როცა ერთი დანაყოფი სწავლებას გადის, მეორე პატრულირებას ახდენს ან საყიდლებზე მიდის. გვაქვს იდეოლოგიის შემსწავლელი კურსებიც. ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ბრძოლის ველი არ არის. საზოგადოებაში თანასწორობის დანერგვისთვის გვჭირდება იდეოლოგიურად მომზადებული ქალები. მომზადებას უნდა დრო, ზოგს ნაკლები, ზოგს, მეტი, მაგრამ გვჭირდება რომ დემოკრატიული სისტემა, რომელიც ჩვენ შევქმენით გაგრძელდეს.

-გყავთ გათხოვილი ქალები და დედები?

-გათხოვილები არიან, მაგრამ დედები არა. ის, რასაც ყოველ დღე ვაკეთებთ შეუთავსებელია ოჯახთან, ასე რომ არავის შვილი არ ჰყავს.
-დღე, რომელიც არ დაგავიწყდებათ.
-არასდროს დამავიწყდება დღე, როცა შეიქმნა ქალთა ჯგუფი და პირდაპირ ფრონტზე უნდა წავსულიყავით, აგრეთვე ჩვენი ბატალიონის შექმნის დღე.

-ყველაზე საშინელი დღე და რთული ბრძოლა?

-ყველაზე რთული იყო კობანში, 1000-მდე მებრძოლი დავკარგეთ, საშინელი დაძაბულობა იყო, მაგრამ როცა გამარჯვების დროშა აღვმართეთ, ყველაფერი დაგვავიწყდა და ისიც კი ვთქვით, რომ მსხვერპლი ღირდა ამათ, რადგან დაღუპულებს არასდროს დავივიწყებთ, ყველა მათგანს ხომ საკუთარი ისტორია, სახელი, ოჯახი აქვს.

-რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებიც ახლა ამ სტატიას კითხულობენ?

-ჩვენ ვიცავთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ მომავალს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობთ და სანამ არსებობს ტერორიზმი, არსებობს საფრთხე. მნიშვნელოვანია, რომ არის ქალთა ბატალიონი და უკვე პატივს სცემენ მსოფლიოს მაშტაბით, ეს კი ნიშნავს, რომ ისევ დაიწყეს ქალის დაფასება და პატივისცემა. საჭიროა ქალმა დაინახოს რამდენად მნიშვნელოვანია მისი ხელით იმ სისტემის შეცვლა, რომელსაც აქამდე მხოლოდ მამაკაცები ქმნიდნენ, უკვე ჩანს ქალის დიდი წვლილი სამხედრო საქმეში, იდეოლოგიურ ფრონტზე. ჩვენ არსებულ სისტემას ქალის ხასიათი უნდა გადავცეთ-რბილი და ნაზი, რასაც ვაკეთებთ კიდეც. ყველა ქალი უნდა გააქტიურდეს და თავისი კვალი დატოვოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგალითად, გვინდა შევქმნათ სისტემა, სადაც სხვადასხვა ეროვნების და შეხედულების საზოგადოებები იცხოვრებენ, მხოლოდ ქალს შეუძლია იყოს ამ სისტემის გარანტი. ჩვენ გვინდა თანასწორობა ყველა სფეროში, თუ ქალი კაცის გვერდით იბრძვის, ის იქნება ამ სისტემის გარანტი, მხოლოდ ქალს შეუძლია იყოს მშვიდობის გარანტი, რადგან თავად მიდის მისკენ ბრძოლის გზით. მხოლოდ ქალის სინაზეს შეუძლია შეცვალოს კაცის მბრძანებლური შეხედულება. სინამდვილეში დაიში-არაფერი არ არის, ჩვენ გვინდა გავანადგუროთ სისტემა, სადაც დომინირებს მამაკაცი.



postalioni.com