მილიონერები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს (ვიდეო)





წარმოგიდგენიათ 30 მილიარდის დაკარგვა? წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც ერთ დროს უმდიდრესად ითვლებოდნენ ახლა კი "ღარიბულად" ცხოვრობენ.

10: მაიკ ტაისონი - 20 წლის განმავლობაში მოკრივე მაიკ ტაისონმა 400 მილიონამდე დოლარი მოაგროვა, მაგრამ მან უაზროდ დაიწყო ფულის ფლანგვა და 2003 წელს თავი ბანკროტად გამოაცხადა.

9: ალ გოლდსტინი - 60-იან წლებში ალ გოლდსტინმა პორნოგრაფიული ჟურნალი SCREW დაარსა. საწარმო მალევე იქცა მრავალმილიონიან კომპანიად, თუმცა კონკურენციას ვერ გაუძლო და 2003 წელს დაიხურა, ხოლო გოლდსტინი უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობს.

8: ბიორგოვურ გუომუნდსონი - ისლანდიური ბანკის Landsbanki-ს მმართველი იყო და 2008 წელს ისლანდიაში ის მდიდარ ადამიანთა შორის მეორე ადგილზე იდგა (ქონება 1 მილიარდი დოლარი). მაგრამ იმავე წლის დეკემბერში საბაზრო კრახმა ისლანდიური ბანკის სისტემის დაშლა გამოიწვია და Forbes-მა მისი ქონება 0 დოლარად შეაფასა.

7: მარიონ ჯონსი - 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადაზე ასპარეზის შემდეგ მარიონ ჯონსმა სახლში 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი წაიღო. მან მილიონობით დოლარი გამოიმუშავა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2007 წელს აღიარა, რომ სტეროიდულ პრეპარატებს იღებდა, მან სპონსორებიც დაკარგა და მედლებიც ჩამოართვეს.

6: მაიკლ კაროლი - 19 წლის ასაკში ინგლისელმა მაიკლ კაროლმა ლატარეაში 13 მილიონი დოლარი მოიგო, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჭკვიანურად დაებანდებინა, ფული წვეულებებში, ნარკოტიკებში და პროსტიტუტებში დახარჯა. მოგებიდან 4 წლის შემდეგ, მას კაპიკი აღარ გააჩნდა.

5: შონ კვინი - 1973 წელს შონ კვინმა QUINN ჯგუფი დაარსა, რომელიც პატარა ოჯახური ბიზნესიდან მწარმოებელ იმპერიად გადაიქცა. 2008 წელს კვინი ირლანდიაში უმდიდრეს კაცად დაასახელეს, რომლის შემოსავალი 6 მილიარდი დოლარი იყო. მან თანხა ირლანდიის ყველაზე მსხვილ ბანკში Anglo Irish Bank-ში ჩადო, თუმცა 2008 წელს ფინანსური კრიზისის დროს ბანკმა კოლაფსი განიცადა და კვინი ვალებში გადააგდო.

4: ჯონი უნაიტესი - ჯონი უნაიტესი 70-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კვარტერბექი იყო. მან თავისი ქონება, რესტორნებში და უძრავ ქონებებში ჩადო და ასევე მილიონობით დოლარი აიღო ვალად. სამწუხაროდ, ყველა ბიზნესმა, სადაც მან ფული ჩადო, წაგება განიცადა და 1991 წელს სპორტსმენმა თავი ბანკროტად გამოაცხადა.

3: ჯორდან ბელფორტი - ბირჟის მაკლერმა ჯორდან ბელფორტმა 1989 წელს კომპანია Stratton Oakmont დააარსა - სავაჭრო ბაზარი, რომელიც არალეგალურ მაქინაციებს იყენებდა. კომპანიამ ბუმი განიცადა და 25 წლის ასაკში ჯორდანი უკვე 85 მილიონ დოლარს ფლობდა. თუმცა 1995 წელს პოლიციამ კომპანია არალეგალური ვაჭრობის გამო დახურა და ბელფორდი დააკავეს.

2: ალენ სტანფორდი - 2008 წელს ალენ სტანფორდი ამერიკაში ყველაზე მდიდარ ადამიანად დაასახელეს, რომლის ქონება 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მოგვიანებით პოლიციისთვის ცნობილი გახდა რომ მისი კომპანია მაქინაციებს სჩადიოდა. სტანფორდმა მთელი თავისი ქონება დაკარგა და ამჟამად 110 წელი აქვს ციხეში მისჯილი.

1: აიკი ბატისტა - 1980 წელს აიკი ბატისტამ ნავთობის და გაზის მოპოვებით იმპერია ააშენა. 2012 წელს კი ის მსოფლიოში სიმდიდრით მეშვიდე ადამიანად დაასახელეს და მისი ქონება 30 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მალევე ნავთობის მოპოვება შემცირდა და ამას ინვესტიციების შემცირება მოყვა, რამაც ვალები გაზარდა. 2013 წელს მისი ქონება 200 მილიონი დოლარით შემცირდა.