"ცეკვავენ ვარსკვლავები" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"ცეკვავენ ვარსკვლავები" ახალი სეზონის დაწყების წინ განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"მოსაწვევებთან დაკავშირებით გვინდა საჯაროდ გაცნობოთ, რადგან ამ თემატიკის უამრავი მესიჯი მოგვდის. საზოგადოების გარკვეული ნაწილი გვწერს და გვიპროტესტებს იმას, რომ მოსაწვევები კი არ უნდა გათამაშდეს, არამედ უნდა გაიყიდოს.

ჩვენ უნდა გითხრათ, რომ მეგა შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოსაწვევები არ გაიყიდება. მაგრამ, გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ძალიან მარტივად შეძლოთ გათამაშებაში მოსაწვევის მოგება. გათამაშდება საკმაოდ ბევრი ბილეთი. გისურვებთ წარმატებას. (გათამაშებასთან დაკავშირებით ძალიან მალე მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას)",- ნათქვამია მიმართვაში.



presa.ge