ნინა ევას მდგომარეობაზე: „სიარულით ყველა ვარიანტში გაივლის“

ნინა წკრიალაშვილი PrimeTimeNews-თან ინტერვიუში ევა ბარბაქაძის მდგომარეობაზე საუბრობს. მომღერლის თქმით, ევა გამოჯანმრთელების გზაზეა და ექიმები საიმედო პროგნოზებს იძლევიან.

ნინა წკრიალაშვილი: "შუადღეს ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო. ექიმები არიან ძალიან დიდი იმედებით. საფრთხე არ ემუქრება მის სიცოცხლეს. ევას გონება არც ერთი წამით არ დაუკარგავს. გამოჯანმრთელდება აუცილებლად. ხერხემალი უკვე აღდგენილია. გუშინ ყველაზე მძიმე ოპერაცია რაც იყო, ის დამთავრდა. სიარულით ყველა ვარიანტში გაივლის. დანარჩენი უკვე ლავიწის, მუხლის და კოჭის ოეპრაციები გაკეთდება. დიდად მაგაზე არც არავინ არ ფიქრობს, მთავარია რომ გაივლის. ყველაფერი კარგად დამთავრდება, ექიმები გვაიმედებენ."


primetimenews.ge