2016 წელს დაუბეგრავი მინიმუმი აღარ გაიცემა

2016 წელს დაუბეგრავი მინიმუმი აღარ გაიცემა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა კატეგორიას, საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნების შესაძლებლობა, მხოლოდ 2013–2014 წლებში მისცა. შესაბამისად, წელს დაუბეგრავი მინიმუმის გაცემა აღარ მოხდება.

“ამას კანონი არ ითვალისწინებს, თავის დროზე ეს პროექტი რომ განხორციელდა, იყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის და კანონში მაშინვე ჩაიწერა, რომ ეს ეხებოდა 2013 და 2014 წლების დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებას, შესაბამისად ეს ცვლილება დასრულებულია. თუ იქნება ასეთ შემთხვევაში, მაშინ ახალი ცვლილება უნდა განხორციელდეს, რომელიც ახლა არ არის. ის, რაც იყო პროგრამით გათვალისიწნებული, უკვე დამთავრდა”,- აცხადებს შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

თუ ერთ სრულ წელიწადში ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი 1 800 დან 6 000 ლარამდე მერყეობდა, მოცემულ შემთხვევაში მოქალაქეს უფლება ჰქონდა მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან 360 ლარი უკან დაებრუნებინა, ხოლო თუ 1 800 ლარამდე მერყეობდა, დაბრუნებას ექვემდებარებოდა კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.

ორ წელიწადში დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობამ 458 605 შეადგინა. თანხის სახით კი, შემოსავლების სამსახურმა 125 763 640 ლარი გასცა.


9arkhi.wordpress.com