"ჩემს დედამთილთან სისხლიანი ხელით მივედი"

ქმრის  და  შვილის  მკვლელობაში  ბრალდებულმა  მაგდა  პაპიძემ ჩვენება  მისცა,  სადაც  მან  განაცხადა  შემდეგი :

"სისხლის კვალზე, რომელიც იატაკზე იყო მინდა ვთქვა, რომ ჩემს ჩვენებაში მაქვს განმარტებული, როგორ მოხდა სისხლის კვალი იქ: როცა ჩემი მეუღლე და შვილი ვნახე, სისხლიანი ხელით შევედი ოთახში მანქანის გასაღების ასაღებად. ჩემს დედამთილთან დასახმარებლად სისხლიანი ხელით მივედი. მაინტერესებს როგორ ვერ ნახა მთელმა საქართველომ სისხლის კვალი, როცა ჩემს ერთადერთ შვილს და მეუღლეს ტიროდა? ამდენი ხალხი იყო მისული, რატომ ვერ დაინახეს სისხლის კვალი კედელზე? -განაცხადა პაპიძემ.
...გამომძიებლებთან მე ვთქვი, რომ ვაკეთებდი ჩემი ოჯახის ხარჯთაღრიცხვას და თავად ვთხოვე გამომძიებლებს მოეძებნათ ჩემი რვეული, სადაც ჩანაწერებს ვაკეთებდი. ვთხოვე წასულიყვნენ ჩემთან სახლში. ვუთხარი, თუ სად უნდა ენახათ ეს რვეული, სადაც ჩაწერილი მქონდა, როგორ ვიყიდე მეუღლის მითითებით ურო და ლურსმნები. ზომები ვერ დავიმახსოვრე ლურსმნების და ამიტომ ჩავიწერე"