ქართველმა ექიმებმა ბოლომდე იბრძოლეს გოგონას გადასარჩენად

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის 15 წლის ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მედიაში გავრცელდა ჭორები, რომ გოგონას ორი ურთულესი ოპერაცია თურქეთიდან სპეციალურად ჩამოსულმა ექიმებმა გაუკეთეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამუნა ჩეჩელაშვილი "ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებს, რომ გოგონას სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ქართველმა ექიმებმა - ლადო წიქარიშვილიმა, მამა-შვილმა ირაკლი და მერაბ ვარძუკაშვილებმა, ზურა ბერუაშვილმა და დალი ჟორჟოლიანმა ბოლომდე იბრძოლეს.

"გოგონას ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ისეთივე წარმატებით დასრულდა როგორც 4 საათიანი, რომელიც ტრავმატოლოგებმა ჩაატარეს. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციების სიმძიმეს. მოზარდი კონტაქტურია, მედიკოსების მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი " - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

მისი თქმით, მოზარდი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის შვილი მე-5 სართულიდან წინა კვირას გადმოვარდა. როგორც ოჯახის წევრები პირად საუბრებში აცხადებენ, ეს იყო შემთხვევითობა, გოგონა იმ მომენტში ფანჯრის რაფაზე იჯდა. სახლში მყოფებოდა თავად შორენა ბეგაშვილიც.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


newposts.ge