ბავშვები მიწაზე დაწვნენ და ისარი გამოსახეს - მინიშნება პოლიციისთვის

ბრიტანელ პოლიციელებს ბავშვები და მათი მშობლები ბოროტმოქმედების დაკავებაში დაეხმარნენ.

მედიის ცნობით, მათ დააფიქსირეს პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც პერიმეტრს ათვალიერებდა. ისინი მიხვდნენ, რომ პოლიცია ეძებდა მამაკაცებს, რომლებიც მათ ცოტა ხნის წინ იხილეს და საეჭვოდ მიიჩნიეს. ამიტომაც, გადაწყვიტეს, მიენიშნებინათ სამართალდამცველებისთვის, თუ რა მიმართულებით გაემართნენ ეს ადამიანები.

ბავშვების მიერ მიწაზე ისრის გამოსახვის მომენტი პოლიციამ მედიას გადასცა.







info9.ge