რუსეთი: ქორწილში მამამთილმა პატარძალს სცემა (ვიდეო)
- 2016-04-03 10:31:47
- 2369 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ინციდენტი მოხდა რუსეთის ერთერთ ქალაქში, საქორწილო სუფრასთან: ერთმანეთს პატარძალი და მამამთილი დაუპირისპირდნენ. მათი ჩხუბის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ვრცელდება და პოპულარობით სარგებლობს.
ინციდენტი მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც პატარძალმა შუათითი უჩვენა მექორწილეს, რომელიც მას ტელეფონით ვიდეოს უღებდა. "ეს რას ნიშნავს! ახლავე დადე თითი მაგიდაზე!" - მიმართავს გადამღები პატარძალს და დანას იღებს, რის შემდეგაც კონფლიქტში მამამთილი ერთვება.
ის პატარძალს ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, პატარძალს რამდენიმე ადამიანმა წაქცევის შემდეგაც სცემა.
fmabkhazia.com