რატომ ბოლოვდება მეგრული გვარები "ია" - თი?

კუნძულ კრეტაზე, კრონოსის სამეფო სასახლის ნანგრევების გათხრებისას, აღმოჩენილი იქნა თიხის ფირფიტები, რომლებზეც გაკეთებული იყო ლურსმული წარწერები. გაშიფვრის შედეგად, რომელიც გააკეთა ინგლისელმა მეცნიერმა ჯონ ჩედვიკმა, საყურადღებო ცნობები იქნა ამოკითხული. კერძოდ, ძველ საბერძნეთში და საერთოდ მიკენურ სამყაროში, ერთი და იგივე სახელის მქონე ორი პიროვნების გარჩევა ერთმანეთისგან ხდებოდა მამის სახელის დამატებით. ეს წესი ვრცელდებოდა არისტოკრატიული გვარეულობის წარმომადგენლებზე. დანარჩენ პირებს, ერთმანეთისგან განასხვავებდნენ მათი საცხოვრებელი ადგილის სახელწოდების დამატებით.



ეს წესი, როგორც ჩანს, ვრცელდებოდა არა მარტო კუნძულ კრეტაზე, არამედ ეგეოსის ზღვის მთელ არქიპელაგზე. ამიტომ პელსაგი მაკრისელები, მეგრელები და ჭანები (ლაზები) ამ წესის მატარებლები იქნებოდნენ. ბატონი ჯონ ჩედვიკის ცნობის მიხედვით ამ გვარების დაბოლოვებამ მშობლიური ქალაქის, პოლისის სახელწოდება უნდა დაგვიდგინოს.
აქვე მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორი რომ დასაბამიდან კოლხურ ტომთა გვარები გადადის შთამომავლობიდან შთამომავლობაზე, თაობიდან თაობაზე უცვლელად. ამ მიზეზის გამო, კოლხური ტომის ადამიანები, იმ გვარებს ატარებენ დღესაც, რა გვარებსაც ატარებდნენ მათი წინაპრები ალბათ რამოდენიმე ათასი წლის წინათ. : ალან-ია, ბაღათურ-ია, გამსახურდ-ია, გრიგოლ-ია, დანელ-ია, ესვანჯ-ია, თოფურ-ია, კვარაცხელ-ია, ლომა-ია, მამფორ-ია, ნაჭყეპ-ია, ოდიშარ-ია, პერტა-ია, რუხა-ია, ჟვან-ია, რუბენ-ია, საჯა-ია, ფიფ-ია, ქობალ-ია, შონ-ია, ჩაჩიბა-ია, ცაგურ-ია, ძაგან-ია, ჟორდან-ია, წურწუმ-ია, ჭილა-ია, ჯალაღონ-ია და სხვა მრავალი.

ია-თი დაბო;ოვებული ადამიანები ბევრია აფხაზეთშიც და ისინი თავიანთ თავს აფხაზებად თვლიან ვინაიდან სამეგრელოს ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიას ეგრისის სამეფოდან დაწყებული, ეწოდებოდა აფხაზეთი და იქ მცხოვრები მეგრელები აფხაზებად მოიხსენიებოდნენ, ამიტომ აფხაზებს, ისევე როგორც მეგრელებს მეგრული გვარები ჰქონდათ და მათი მშობლიური ენა იყო მეგრული. ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე რომ აფხაზეთი ღვიძლი კუთხეა სამეგრელოსი და უძველესი აფხაზები მეგრელები იყვნენ.
ეხლა დავაკვირდეთ ზემოთ ჩამოთვლილ გვარების დაბოლოებას, გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნა ბატონ ჯონ ჩედვიკის მიერ ამოკითხული და გაანალიზებული ლურსმული წარწერებიდან, რომელიც აღმოაჩინა თიხის ფირფიტებზე მიკენური სამყაროს სამეფო სასხლის ნანგრევთა გათხრების დროს და დავრწმუნდებით იმაში რომ
ამ გვარების დაბოლოვება "ია" მშობლიური ქალაქის ანუ პოლისის სახელწოდება უნდა იყოს . გვარის დაბოლოვება "ია" იმ დროის კოლხისათვის თანამედროვე პასპორტის მსგავსი საბუთი იყო და ამტკიცებდა იმას, რომ ის პოლის "ია"-ს მკვიდრი და ნამდვილი მაცხოვრებელია და გამორიცხული ჰქონდა ყველა შესაძლებლობა გაესაღებინა თავი სხვა პოლისის მაცხოვრებლად.



apsyrtos.blogspot.com