რა იწვევს ცელულიტს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას?


რა თქმა უნდა, ცელულიტსაც შეიძლება მიეცეს სამედიცინო განმარტება, მაგრამ ეს სხვა არაფერია თუ არა ცხიმი კანის ქვეშ. პრობლემა კი მაშინ ჩნდება, როდესაც ცხიმი შემაერთებელ ქსოვილს გარეთ გამოდის. ცელულიტი ნამდვილად არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის, თუმცა ადამიანები ძალიან აქტიურად ცდილობენ თავი დააღწიონ ამ პრობლემას, რადგან ის ძალიან ცუდი შესახედია.

რა იწვევს მას?

ცელულიტი არ ნიშნავს, რომ თქვენ ჭარბი წონა გაქვთ, შესაძლოა ის სუსტ ადამიანებსაც ჰქონდეთ, თუ ჭარბი წონა გაქვთ, შესაძლოა წონაში კლებამ ეს პროცესი კიდევ უფრო გაართულოს. ის ქალებში ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე მამაკაცებში, თუ ვინმეს თქვენს ოჯახში ცელულიტი აღნიშნება, მოემზადეთ, რადგან დიდი შანსია თქვენს იგივე პრობლემა გაგიჩნდეთ. ახლა კი სხვა ფაქტორები, რომლებიც ცელულიტს იწვევენ:

ვიტამინებით დაცლილი საკვები

არასწორი დიეტები

დაბალი მეტაბოლიზმი

ნაკლები ფიზიკური მოძრაობა

ჰორმონალური ცვლილებები

დეჰიდრატაცია

სისქე და კანის ფერი

ის ბევრად უფრო უჩინარია თუ შედარებით მუქი ფერის კანი გაქვთ. თუ ღია ფერის კანი გაქვთ და მოკლე ტანისამოსის ჩაცმა გსურთ, რომელშიც თქვენი ცელულიტი ძალიან იკვეთება, წაისვით მუქი ფერის პუდრა ან ეცადეთ ხშირად გქონდეთ ნამზეური.

მკურნალობა:

დღეს უკვე ძალიან ბევრი პროდქუტი არსებობს, რომელთა მოხმარების შედეგად შეიძლება ამ პრობლემისგან განთავისუფლება, თუმცა ყველა ყოველთვის ეფექტური არ არის. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გამოყენების შედეგად შეძლებთ ეფექტურად ებრძოლოთ ცელულიტებს:

კრემები: ეს საშუალებები უზრუნველყოფენ შეამცირონ ცხიმები თქვენ კანზე, თუმცა იმის მტკიცებულება, რომ ეს საშუალებები უსაფრთხო და ეფექტურია არ არსებობს. შესაძლოა ამ საშუალებებმა გამოიწვიონ სისხლძარღვთა პრობლემა , რაც საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებთ. მასში შემავალი ნივთიერებები კი შესაძლოა ალერგიის გამომწვევი მიზეზიც გახდეს.

ლიპოსაქცია- ეს არის ქიმიური პროცედურა, რომლის დროსაც ხდება სხეულის დაცლა ცხიმოვანი მასებისგან. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ის გაშორებთ ცხიმებს და არა ცელულიტებს, რაც კანის პრობლემაა. ამერიკელი მედიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ლიპოსაქციამ უფრო გაართულოს ცელულიტის პროცესი, რადგან კანი ოპერაციის დროს ერთგვარ სტრესს განიცდის.

მეზოთერაპია- ეს არის თერაპია, რომელიც ევროპაში ძალიან გავრცელებულია და ათავისუფლებს კანს ანთებითი პროცესების დროს განვითარებული ტკივილისგან. ამ პროცედურის დროს კანის ქვეშ შედის სხვადასხვა ნივთიერება, ვიტამინი, მინერალი, ამინო მჟავა, ფერმენტი. ის შლის ცხიმებს და აუმჯობესებს ცელულიტის მდგომარეობას, მაგრამ ის ინფექციის, შეშუპების და სხვა გართულებების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

მასაჟი და სპა თერაპია- მათ შეუძლიათ მხოლოდ დროებითი ეფექტი მოახდინონ და იცოდეთ, რომ ამ საშუალებებით ცელულიტისგან სრულად ვერ განთავისუფლდებით.

ლაზერული მკურნალობა- ცელულიტებთან საბრძოლველად ესეც ძალიან პოპულარული საშუალებაა, მისი საშუალებით ხდება კანქვეშ არსებული ცხიმის გროვების დაშლა, ლაზერი ასევე ასტიმულირებს უჯრედებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაცაა.