გარდაცვლილი მოგზაური ოკეანეში დაკრძალეს
- 2016-04-04 10:58:13
- 2219 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას დაღუპული 40 წლის სარა იანგი ოკეაეში დაკრძალეს.
როგორც მოყვარულთა რბოლის ორგანიზატორებმა განაცხადეს, გარდაცვლილის ოკეანეში დაკრძალვის ნებართვა მათ ოჯახისგან მოიპოვეს.
BBC-ს ცნობით, ქალის გარდაცვალების დეტალებს გამოძიება დაადგენს.
The Clipper Round the World Yacht Race-ის დროს, რომელიც 1995 წლიდან იმართება, უბედური შემთხვევა წყნარ ოკეანეში მოხდა. მოგზაური ქალი ტალღამ ღია ზღვაში გადაისროლა.
სარა იანგი ბიზნესმენი იყო - ლონდონში კომპანიას ფლობდა. გუნდი IchorCoal (CV21), რომლის შემადგენლობაშიც ის იმყოფებოდა, ჩინეთიდან აშშ-ში მიემართებოდა.
გუნდის კაპიტანმა განაცხადა, რომ ქალი გემს უამინდობისას ალაგებდა, რა დროსაც, უბედური შემთხვევა მოხდა.
უამინდობის გამო, მისი გადარჩენაც გაჭირდა. წყლიდან დაგვიანებით ამოყვანილი ქალი კი უკვე გარდაცვლილი იყო.
info9.ge