"კასტეტი აქვს დარტყმული, ფილტვი შენგრეული აქვს" - 14 წლის ბიჭი მოზარდებს შორის გარჩევას ემსხვერპლა?!

გასულ კვირას ხელვაჩაურში, დაბა შარაბიძეებში, 14 წლის ანრი გოგიტიძე საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ოჯახის წევრები თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ბავშვი თანატოლმა მოკლა. ანრი გოგიტიძე ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მომხდარ ტრაგედიაზე სტატიას ქვეყნებს გაზეთი "კვირის პალიტრა", რომლიდანაც გთავაზობთ ამონარიდს:

ანრი გოგიტიძის დეიდა ხათუნა მსხალაძე კატეგორიულად მოითხოვს, სამართალდამცავებმა დამნაშავე ოპერატიულად დააკავონ:
- ანრი სახლში სადილობდა, ეზოდან რომ დაუძახა მეგობარმა. ის 10 წლის არის, გვერდით კორპუსში ცხოვრობს. მკვლელმა ეს ბიჭი აიძულა, ანრი სახლიდან გაეყვანა. დამნაშავე ანრიზე ფიზიკურად ბევრად ძლიერია, ბავშვი შეშინებული იყო და მასთან შესახვედრად არ მიდიოდა. ანრიმ დედას უთხრა, 5 წუთში დავბრუნდებიო და სახლიდან გავიდა. მკვლელი და კიდევ სხვა ბიჭები სადარბაზოში დახვდნენ. კასტეტი აქვს დარტყმული, ფილტვი შენგრეული აქვს... თუკი დამნაშავეები არ არიან, რატომ მიიმალნენ? თუ სამართალი არ აღდგება, ჩვენ მოგვიწევს შურისძიება. ანრის მკვლელობას არავის შევარჩენთ.


სტატია წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 4 აპრილის ნომერში, ან გახდით "კვირის პალიტრის"  ხელმომწერი, აირჩიეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად.