როგორ უნდა ჩაიცვათ, თუ 160 სმ-ზე დაბალი ხართ
- 2016-04-04 21:09:43
- 5227 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მინიატურული გოგონები მუდამ ლამაზად გამოიყურებიან (მაღლები ნუ განაწყენდებიან). გაიხსენეთ კაილი მინოუგი (155 სმ), სელმა ჰაიეკი (157), შაკირა (150), დები ოლსენები (155), მადონა (158) და სხვები. თუმცა, ყველა ზემოჩამოთვლილმა იცის, რა უნდა ჩაიცვას და რა - არა. რჩევებს თქვენც გაგიმხელთ.
1. ტანზე მომდგარი და არა ტომრისმაგვარი სამოსი
მძიმე სამოსი ვიზუალურად ამძიმებს სხეულს.
2. მუქი ფერები კი, შავი - არა
შავი ფერის სამოსის ჩაცმა დაბალ გოგონებს ეკრძალებათ. ის უფრო ადაბლებს მათ. გამოიყენეთ ყავისფერი, ბორდოსფერი, იისფერი და ნაცრისფერი.
3. ერთი ტონის სამოსს კი, კონტრასტულს - არა
სხვადასხვა ფერის სამოსი კიდევ უფრო ადაბლებს გოგონას. მიჩნეულია, რომ ტანდაბლებმა მონოქრომული (ერთმანეთთან ახლო ტონები) ტანსაცმელი უნდა ჩაიცვან.
4. მაღალ წელს კი, დაბალს - არა
აწეული წელი ფეხებს აგრძელებს და სილუეტსაც ამაღლებს. დაბალწელიანი კი პირიქით, ამოკლებს ფეხებს.
5. მომდგარ კაბას კი, ბალახონს - არა
ტანდაბალ გოგონებს ტანზე მომდგარი კაბები უხდებათ. ის ვიზუალურად ადიდებს სიმაღლეს. კაბა-ბალახონს კი არც გაეკაროთ.
6. მინი-კაბას კი, მიდის - არა
ტანდაბალმა ქალმა კაბა მუხლს ზემოთ უნდა ჩაიცვას. თუ მიდის ჩაცმას გადაწყვეტთ, შეარჩიეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გნომების დედოფალს დაემსგავსებით.
წაიკითხეთ სრულად