შეიძლება თუ არა ცოლ-ქმრული ურთიერთობა მარხვის დროს?

მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ გულისხმობს. ამ დროს მორწმუნეს ყოველგვარი ხორციელი ტკბობისგან თავშეკავება მართებს და მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობისგან. შეიძლება თუ არა ცოლ- ქმრული ურთიერთობა და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს წყვილი? გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):

- ხანგრძლივი მარხვის პერიოდში ეს ურთიერთობები მოძღვარმა უნდა დაარეგულიროს თუ ცოლ- ქმარმა?
- ცოლ-ქმარი ეკლესიის გარეშე, დამოუკიდებლად ჯვრისწერასაც ვერ არეგულირებს. მოძღვარი პიროვნულად არაფერ შუაშია, ის თავად არ
აწესებს სარეცელში მოქმედების წესებს. ჩვენ ვიცით, რომ ადრე მორწმუნენი მარხვის პერიოდში ჯვალოს იცმევდნენ და სპეციალურად განკუთვნილ ოთახში განმარტოვდებოდნენ. როდესაც წმინდა დედოფალთა ცხოვრებას გადავხედავთ, ვხვდებით, რომ მათი ასკეტური ხედვა რაოდენ დიდებული იყო. ზედგომასა და მღვიძარებაში ატარებდნენ დღეებს. წმინდა თამარ მეფე მძიმე მარხვას ვარძიაში ატარებდა და ერის ცოდვებს გლოვობდა. თუ ირღვევა ეკლესიის მიერ შეთანხმებით დადგენილი სარეცლის "დროებითი დაცილება", ამ შემთხვევაში მოძღვარმა ზიარებისგან დროებით უნდა განაყენოს.  წაიკითხეთ სრულად