ანჯელინა ჯოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი
- 2016-04-05 23:17:38
- 3924 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ანჯელინა ჯოლის სიგამხდრე მის ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს ძალიან აღელვებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 169 სმ სიმაღლეზე მსახიობი 35 კილოს იწონის. ზოგიერთი უცხოური გამომცემლობა ვარაუდობს, რომ ჯოლი ძალიან ავადაა. მასმედიაში ასევე გამოცხადდა, რომ მსახიობი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი! თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
დაძაბული სამუშაო რეჟიმი, მეუღლესთან ცუდი ურთიერთობის გამო სტრესი და მუდმივი მივლინენები, პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალის გარეგნობაზე ცუდად აისახა. როგორც ამბობენ, მსახიობი ექსტრემალურად მცირე წონის გამო ჰოსპიტალიზირებული იყო. ზოგიერთი თვლის, რომ მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
მოამზადა ელენე გურიელმა
mediamall.ge