უნიკალური ლურჯი ბრილიანტი 31 მილიონ 800 ათას დოლარად გაიყიდა

უნიკალური ლურჯი ბრილიანტი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. ვაჭრობა ჰონგ–კონგში, სოთბის სააუქციონო სახლში გაიმართა.

მყიდველმა იშვიათ ქვაში 31 მილიონ 800 ათასი დოლარი გადაიხადა. ლურჯი ბლირიანტის წონა 10.1 კარატია. ის სამხრეთ აფრიკის მაღაროშია აღმოჩენილი და ათასწლეულის ძვირფასეულობის კოლექcიაშია შესული.

ძვირფასი ქვის საწყისი ფასი აუქციონზე 30 მილიონი დოლარი იყო, თუმცა ვაჭრობის გახსნის თანავე ფასი ჯერ 28 მილიონამდე დაეცა რამდენიმე წუთში კი 31 მილიონს გადააჭარბა. მისი მყიდველის ვინობას სოთბის სახლი არ ასახელებს.