14 წლის გოგონას წარმოუდგენელი ისტორია… როგორ გახდა უღარიბესი გოგო მილიონერი?


”Dior”-ის ახალი სახე სოფია მეჩეტნერი ძალიან იღბლიანი გოგონაა. 1 თვის განმავლობაში მან პარიზის მოდის კვირეულზე ბრენდის ჩვენება გახსნა და დახურა, მაშინ როცა ის ჯერ მხოლოდ 14 წლისაა.







გოგონა “Dior”-ის კრეატიულ დირექტორს შემთხვევით შეხვდა და მის შეთავაზებას გამხდარიყო ბრენდის მოდელი დათანხმდა. ინტერნეტ გამოცემებმა მის ამბავს “კონკიას ზღაპარი” უწოდეს, რადგან ღარიბი გოგონა უცებ მდიდარი მოდელი გახდა.



რადგან გოგონა წლოვანებით ჯერ ისევ ბავშვია მასთან დადებული 2 წლიანი კონტრაქტის ანაზღაურება $265,000 დედამ აიღო. და როგორც მოდელი ამბობს ამ ფულს იმისთვის გამოიყენებენ, რომ ოჯახი ახალ, უკეთეს სახლში გადავიდეს და სოფიამ ხშირად საყვარელი ორცხობილები მიირთვას, რისი ჭამაც აქამდე მხოლოდ თვეში ერთხელ შეეძლო.



ისრაელში ამ გოგონას საქმიანობაზე საწინააღმდეგო მოსაზრება დაფიქსირდა. როგორც “The Jerusalem Post”-მა დაწერა სოფია პედოფილიის მსხვერპლია, გოგონამ კი ამ მოსაზრებას ასე უპასუხა: “მოდა უკავშირდება ხელოვნებას და არა სექსუალურობას”.