"ჩვენმა პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პირველი ლედი, მოდელი მეჰრიბადიც კი დაჩრდილა სილამაზით..."


სალომე ზურაბიშვილის და მეჰრიბან ალიევას შეხვედრას ბაქოში ინტერნეტ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ინტერნეტის მომხმარებლებმა ორი ქალბატონის ჩაცმულობის და ვიზუალური მხარის განხილვასაც დიდი დრო დაუთმეს.

აზერბაიჯანელი ინტერნეტ-მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს პრეზიდენტიც და აზერბაიჯანის პირველი ლედიც ძალიან მიმზიდველად გამოიყურებიან, ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლების ნაწილს კი საქართველოს პრეზიდენტის გარეგნული მხარე უფრო მოეწონა.

"სალომეს ფონზე, საქვეყნოდ განთქმული მეჰრიბანი არასათანადოდ გამოიყურებოდა. ევროპა მაინც ევროპაა,"

"ჩვენი პრეზიდენტის მომხიბლაობა აკადემიზმთან არის შერწყმული, რაც ასე ხიბლავს მის კოლეგებს. ეს ვნახეთ და რასაკვირველია გვეამაყება ჩვენც,"

"დაჩრდილა ჩვენმა პრეზიდენტმა მოდელი მეჰრიბანი,"

"ულამაზესი პრეზიდენტი გვყავს უდაოდ,"

"სალომე ბევრად სჯობს მეჰრიბანს... მეჰრიბანს ანარექსია სჭირს?" - წერენ ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლები.