
ბრედლი კუპერმა და ირინა შეიკმა ამ ფოტოსურათებით მთელი მსოფლიო დატროლეს
- 16/03/19
- 8859 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის რომანზე ჭორები საკმაოდ დიდი ხანია ვრცელდება. ამის მიზეზი ფილმი „ვარსკვლავის დაბადება“ და სიმღერა “Shallow” გახდა, რომელიც სხვადასხვა საღამოებზე კუპერი-გაგას დუეტმა არა ერთხელ შეასრულა.
ჭორების პიკი ოსკარების ცერემონიალი იყო. მსოფლიომ მეორე დღეს გადაღებული პაპარაცული ფოტოებიც იხილა, სადაც ირაინა შეიკი საკმაოდ მკაცრი სახით ზის ბრედლი კუპერის გვერდით მანქანაში.
შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ეჭვიანმა“ შეიკმა ლედი გაგას „ინსტაგრამზე“ გამოწერა გაუუქმა.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, ლედი გაგამ ჯიმი კიმელთან სტუმრობისას განაცხადა, რომ კუპერი მისი კარგი მეგობარია და ჭორები, რომელიც აგორდა მათი დადგმული იყო და სწორედ ასე სურდათ, რომ მომხდარიყო.
გუშინ პაპარაცებმა კუპერი და შეიკი შვილთან ოჯახური იდილიის ჟამს გამოიჭირეს. პაპარაცები ყურადღები მიღმა არ ვარსკვლავურ წყვილს დარჩენია და მათ ერთი ფოტოთი მსოფლიო დატროლეს.
ბედნიერი ფოტო, რომელიც ყოველგვარ ჭორს უგულვებელჰყოფს.