რა მიზნით დადგეს თბილისში დამტვრეული ავტომობილების ძეგლები?


დედაქალაქის ქუჩებში დამტვრეული ავტომობილების სტენდები გამოჩნდა. როგორც საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” წერს, ეს ერთგვარი აქციაა, რომლის მიზანიც ავტომობილის ფრთხილად მართვის პოპულარიზაციაა.
“აქციის მიზანია- კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად სიარულზე(სწორად შევარჩიოთ სიჩქარის ლიმიტი, არ მივუჯდეთ საჭეს ნასვამები, არ ვიმესიჯოთ მობილურზე და ა.შ.) და გაგვაფრთხილოს, რომ ჩვენი ავტომობილი არ შემოდონ მაგ სტენდზე.
მსოფლიო და ევროპული გამოცდილებაა.
ერთგვარი შოკურ-სოციალური კამპანიის ფორმაა.”- აღნიშნავს შალვა ოგბაიძე.