სისხლიანი აღდგომა შრილანკაზე - დაღუპულია 290 ადამიანი


შრი ლანკაში კათოლიკური აღდგომის დღესასწაულზე სასტუმროებსა და ეკლესიებში 8 აფეთქება მოხდა. დაღუპულია 290 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 500-მდე აღწევს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედია სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდოს.
შრი ლანკის თავდაცვის მინისტრის, რუვან ვაიევარდენეს განცხადებით, ტერორისტულ თავდასხმაში დამნაშავეთა ვინაობა ცნობილია და მალე მათ დააკავებენ.
შეგახსენებთ, რომ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკავებულია 13 ადამიანი, მაგრამ, ჯერჯერობთ, არ არის დადასტურებული მათი მონაწილეობა შრი ლანკაზე ტერორისტულ თავდასხმაში.