ეს ულამაზესი გოგონა გიორგი გაბუნიას რძალი გახდა
- 22/05/19
- 9153 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ისევე როგორც გიორგი, დათაც და ნიაც „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები არიან. ნია ჟურნალისტია, ხოლო დათა ტექნიკურ განყოფილებაში მუშაობს.
დათა გაბუნიას და ნია ტყეშელაშვილის სიყვარულის ისტორია 6 წელს ითვლის, ერთმანეთი წყვილმა „რუსთავი 2“-ში გაიცნო, მაშინ ნია 20-ის, დათა კი 31 წლის იყო.
გიორგი გაბუნიას ძმა ჟურნალისტზე დაქორწინდა - რა რეაქცია ჰქონდა ტელეწამყვანს ძმის დაოჯახებაზე"
11-წლიანმა ასაკობრივმა სხვაობამ ნია თავიდან შეაშინა, თუმცა, დრომ ეს ასაკობრივი ბარიერიც წაშალა.
დათას და ნიას ხელისმოწერის აღსანიშნავი ფოტოები, სოციალურ ქსელში, გიორგი გაბუნიამ გამოაქვეყნა.
„როგორც იქნა“, - დაწერა გიორგიმ ფოტოების გამოქვეყნებისას. როგორც ნია ტყეშელაშვილმა და დათა გაბუნიამ ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში აღნიშნეს, ისინი ქორწილის გადახდას არ აპირებდნენ და სურდათ, მათი დაქორწინება ხმაურის გარეშე მომხდარიყო, რაც ასე მოხდა კიდეც.