"ყველაზე სექსუალური ქმარი მყავს მე" - თაკო გაჩეჩილაძე


მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძე-მილანოვამ ქმარს, ბულგარელ პროდიუსერს, ბორისლავ მილანოვს დაბადების დღე სოციალური ქსელით მიულოცა.

"ყველაზე სექსუალური ქმარი მყავს, გილოცავ დაბადების დღეს და დიდი მადლობა ყველაფრისთვის…", – დაწერა მომღერალმა და ქმრის ფოტოები გამოაქვეყნა.

თაკომ და ბორისლავმა ერთმანეთი "ევროვიზიის" კონკურსზე გაიცნეს და მალევე იქორწინეს. წყვილი ავსტრიაში ცხოვრობს. მათ რამდენიმე თვის წინ გოგონა შეეძინათ.