განო მელითაურმა მეოთხე შვილი გააჩინა, ეს სიმპატიური მამაკაცი კი მისი მერე ქმარია
- 09/08/19
- 245024 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ეს პატარა, უსაყვარლესი ბიჭუნა რენე ლაზია - განო მელითაურის მეოთხე შვილი. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ განო დაოჯახდა. მისი რჩეული კახაბერ გაგნიძეა. წყვილმა ურთიერთობა სულ ახლახანს გაასაჯაროვა. როგორც ფოტოებიდან ჩანს ეს ლამაზი, დიდი ოჯახი ძალიან ბედნიერია.
"დღეს აზრი მაშინ ეძლევა , როცა ყოფის ხმაურში 4 ყველაზე სანუკვარი ხმა რჩება .მე მიყვარს ეს ხმაური მსოფლიოში ყველაზე მეტად !
მერე დრო გავა! ,კაცმა არ იცის სამყარო როგორ დარტყმებს მოგვაყენებს....დღეს ერთად ვართ ცისფერი ბურთის აურზაურში და სხვებთან ერთად განვაგრძობთ ტრიალს. უპირობოა ჩვენი ერთობა.
ერთი დიდი გაელვება დარჩება ჩვენს მერე სახელად დიიიიიდი უდიდესი სიყვარული,"- წერს განო სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია ისიც, რომ განო მელითაურმა მცირე ბიზნესიც წამოიწყო და თავისი სამკერვალო "კომბინიზონა" გახსნა. სადაც იკერება დიზაინრული, საორსულე და ადაპტური (შშმ) ტანსაცმლის ქართული ეკო-მეგობრული ბრენდი.







