იმედის ჟურნალისტები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გასული რეპორტაჟის გამო "ტვ იმედს" დაუპირისპირდნენ
- 15/08/19
- 7616 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!” “ქრონიკის” ჟურნალისტები ემიჯნებიან.
“არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!” – წერენ ჟურნალისტები სოციალურ ქსელში.
ფილმი სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს” ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა.
ფილმში აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა დადანაშაულებული და ომის დაწყება განხილულია, როგორც მექანიზმი სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა მას დაებრუნებინა “დაკარგული ლეგიტიმაცია”.












