ასეთი გრანდიოზული საქორწინო ბეჭედი აჩუქა ნანუკა გოგიჩაიშვილის თბილისელი გოგონების ოცნების მამაკაცმა
- 02/09/19
- 32582 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი თხოვდება. ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას, შვილი - ნიკა ნაყოფია და ნანუკა დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ერთად არ გამოჩენილიყვნენ, თბილისში აქტიურად საუბრებდნენ მათ რომანზე. დღეს კი ნანუკამ გაასაჯაროვა ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ხელის თხოვნის სცენაა ასახული. როგორც კადრებიდან ჩანს, ნანუკა არ ელოდა ნიკასგან ხელის თხოვნას, ქალაქის სასურველმა სასიძომ მოულოდნელად გადაწყვიტა საყვარელი ქალისთვის ცოლობა შეეთავაზებინა და დასტურიც მიიღო.
" მადლობა ყოველი წამისთვის შეუდარებელი ხარ" - ამ ტექსტს უძღვნის საქმროს ცნობილი მოდელი.









