ეს იმ 15 წლის გოგონას ფოტოსურათებია, რომელიც გუშინ შემზარავ ავარიას ემსხვერპლა


ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის არასრულწლოვანი გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. 

შემთხვევა გუშინ ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა. ავარიის დროს ლიკა სარჯველაძე მანქანაში მამასთან და ძმასთან ერთად იყო. 

გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამა და ძმა დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ლიკა, ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლაში სწავლობდა. მისი ოჯახი კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდანაა. 

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გუ­ლის­ხმობს.