15 მაისს საქართველოში ლევან რატიანი ლოყების დაჩქმეტის დღე იგეგმება
- 13/04/20
- 3889 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მას შემდეგ, რაც ქართველმა ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა კორონავიურსის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს, საზოგადოებამ რამდენიმე მედიკოსი განსაკუთრებით გამოარჩია.
თენგიზ ცერცვაძეს, მარინა ეზუგბაიას, ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს ცოტა ხნის წინ შეემატა საზოგადოების რჩეული, ლევან რატიანი.
მედიკოსების თავგანწირვას და სადღეღამისო შრომას დაფასებასთან ერთად სოციალურ ქსელში სახალისო გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის არის ახალი ღონისძიება, რომელიც 15 მაისს ჩაინიშნა და რაც ლევან რატიანის დაჩქმეტას გულისხმობს.
აღნიშნულ ღონისძიებას ფეისბუქზე განსაკუთრებით ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.



