როგორ გამოიყურება გოგონა დღეს, რომელიც აგვისტოს ომის ცნობილ ფოტოსურათში ჩანს


და გუშინ იყო ომი…

იმ დღესაც ჩვეულებრივი დილა გათენდა. არავინ ელოდა ჭურვებს, ტყვიებს და რუსულ ტანკებს საქართველოში. არავინ ელოდა ომს…

2008 წლის 8 აგვისტო, დილის 9 საათი. გორის ცაზე რუსული ბობმდამშენები გამოჩნდნენ. პირველი საჰაერო იერიში ვერხვების დასახლებაზე მიაქვთ. აფეთქების ხმა… ცეცხლის ალში გახვეული სახლებიდან თავზარდაცემული მაცხოვრებლები, გარეთ გარბიან. ზოგი სარდაფს აფარებს თავს… ეზოში უკვე გარდაცვლილ მეზობლებს გლოვოდბნენ…

აგვისტოს ომთან რამდენიმე მძიმე კადრი ასოცირდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ფოტო, რომელიც საქართველოს 12 წლის წინანდელ ტრაგედიას ასახავს – დაბომბილ გორში ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვია.

„პრაიმტაიმი“ ამ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანების ბედით დაინტერესდა. გავარკვიეთ, რომ კადრი, რომელიც 9 აგვისტოს დილას არის გადაღებული, მასზე მამიდა-ძმიშვილი ნინო და დეა ცეცხლაძეები არიან აღბეჭდილნი.

ეს პატარა გოგონა დეა ცეცხლაძეა, რომელიც მაშინ წლის და 5 თვის იყო. არაფერი ახსოვს გარდა აფეთქების ძლიერი ხმებისა. ომის დროინდელი მოგონებები პატარა გოგონას მეხსიერებაში ისე ჩაილექა, რომ წლების განმავლობაში, ფოიერვერკის სროლის ხმაზე ტიროდა.

„ვერხვების დასახლებაში ვცხოვრობდით. იმ დღეს სახლში პაპა-ბებია, დედაჩემი, მამიდაჩემი, მამიდაშვილი, მე და ჩემი ძმა ვიყავით. როცა დაბომბვა დაიწყო სარდაფში ჩაგვიყვანეს და იქ ვიმალებოდით…

ომის დროინდელი არაფერი მახსოვს, გარდა საშინელი ხმებისა. წლების განმავლობაში, როცა ფოიერვერკს ისროდნენ, მეშინოდა და ვტიროდი. იგივე რეაქცია მქონდა მტვერსასრუტის ჩართვის დროსაც. რომ გავიზარდე მერე მითხრეს, რომ ამ ფოტოზე აღბეჭდილი მე და მამიდა ვართ.

ომის მერე ბათუმში წამოვედით საცხოვრებლად და მას შემდეგ აქ ვართ. პაპა-ბებია ისევ გორში ცხოვრობს, მათთან ხშირად ჩავდივართ.

ვიცი, რომ ბევრ სხვა ფოტოსთან ერთად ესეც აგვისტოს ომის სიმბოლოდ იქცა. ბევრჯერ მინახავს გამოფენებზე ეს ფოტო. როცა მითქვამს, რომ ის პატარა ბავშვი მე ვარ, გაოცებულან.“- ამბობს დეა.

მერვე კლასელი გოგონა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. დადის ფიგურულ სრიალზე და ხალხურ ცეკვებზე. წარჩინებულ მოსწავლეს, სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. განაგრძეთ კითხვა