მსოფლიოს 5 საუკეთესო პირბადეს შორის ერთ-ერთი ქართული პირბადეა - რომელია ეს პირბადე და რა ღირს ქართულ ბაზარზე
- 14/11/20
- 22935 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქართული ბავშვის ტანსაცმლის ბრენდი „სპილოუ“, რომელმაც პანდემიის პერიოდში პირბადეების კერვა დაიწყო, ბრიტანული გამოცემა THE SUN-ის რეიტინგში საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
თავად SPILOW ამ აღიარებას სოციალურ გვერდზე გამოეხმაურა:
„დღეს დავიჯერეთ, რომ სასწაულები ხდება!!
ბრიტანულმა გამოცემამ The Sun „სპილოუს“ პირბადეები 5 საუკეთესო დიზაინერულ პირბადეს შორის დაასახელა და ასე აღმოვჩნდით Dolce &Gabbana-ს და
LANVIN- ის გვერდით.